მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე-სამშენებლო სამუშაოების (ფაზა 1) ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურება

გამოქვეყნებულია: 3 ნოემბერი 2014    /    ძალაშია: 17 ნოემბერი 2014

საქართველომ მიიღო კრედიტი მსოფლიო ბანკისგან (WB) და გრანტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსგან (SDC), რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) დასაფინანსებლად.

აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენება  დაგეგმილია საკონსულტაციო მომსახურებისთვის. საკონსულტაციო მომსახურება („მომსახურება“) ითვალისწინებს საქართველოში, განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ყოველდღიური  ზედამხედველობის ორგანიზებას. სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტების ზედამხედველობა მოიცავს სხვადასხვა სამუშაოებს, მათ შორის გზების, წყლისა და სანიტარული მდგომარეობის, წყლის გამწმენდი ნაგებობების, მყარი ნარჩენების მართვის, ქუჩის განათების, რეგიონული ბაზრობების, საზოგადოებრივი ობიექტების, ხიდების და გვირაბების, სპორტის, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, საკომუნიკაციო არხების, გაზის მიწოდების და ნაპირგამაგრების პროექტებს. SRMIDP/C/QCBS/01-2014

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაყევით ბმულს:

 

       -სამშენებლო სამუშაოების (ფაზა 1) ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურება