საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან
„თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2)
მშენებლობის პროექტის“ ფარგლებში
ჩატარებული დამატებითი კვლევების თაობაზე
ა. წ. 17 ნოემბერს (პარასკევი), 15:00 სთ-ზე, კრწანისის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ, თბილისი, გორგასლის ქ. N73), ხოლო 20 ნოემბერს (ორშაბათი), 16:00 სთ-ზე მუნიციპალური განვითარების ფონდის შენობაში (მის: აღმაშენებლის გამზ. 150), აზიის განვითარების ბანკის ეგიდით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან, „თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის (მე-2 მონაკვეთი)“ ფარგლებში ჩატარებული დამატებითი კვლევების თაობაზე:
1. “ხმაურის მოდელირება თბილისი-რუსთავის გზისათვის (მონაკვეთი 2)”;
2.“ვიბრაციის გარემოზე ზემოქმედების კვლევა და საცხოვრებელი სახლების დინამიკური იდენტიფიკაცია”;
3. “დამატებითი დავალება 2: გზისა და ხმის ჩამხშობი ეკრანების მშენებლობასთან დაკავშირებული ვიბრაციის ზემოქმედების მოდელირების ციკლი ფონიჭალაში მდებარე 9 საცხოვრებელი სახლისათვის”;
4.“მდინარე მტკვრის ეკოლოგიური სენსიტიურობა და მონაკვეთის 2 ზემოქმედება მდინარის ბიომრავალფეროვნებაზე”. დასწრება თავისუფალია.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურს: ტელ: 2 43 70 01/202
ზემოაღნიშნული კვლევების ინგლისური (სრული) და ქართული (შემოკლებული რეზიუმე და დასკვნები) ვერსიები განთავსებულია მგფ-ს ვებ გვერდზე და ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=en&site-path=documents/&id=355 - ინგლისური
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=documents/&id=358 - ქართული