მოწვევა სატენდერო წინადადების წარმოდგენაზე- ქ. თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაცია
გამოქვეყნებულია: 7 ნოემბერი 2014 / ძალაშია: 8 დეკემბერი 2014
კონტრაქტის/ტენდერის #: IBRD/RDP/CW/NCB/31-2014
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული
განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი
გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. თელავში ქეთევან
წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაცია
პროექტით გათვალისწინებულია: ქ. თელავის ცენტრში, ჭავაჭავაძის გამზირიდან სამხრეთით,
ერეკლე II-ის გამზირამდე მონაკვეთში მდინარე „თელავის ხევი“-ს მარცხენა და მარჯვენა
სანაპიროების რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობას, არსებული „იორდანეს წყარო“-ზე მცირე
არქიტექტურული ფორმის მშენებლობას და ორი საფეხმავლო ხიდის მოწყობას არსებული
ერთი ხიდის ნაცვლად. პროექტში გათვალისწინებულია „თელავის ხევი“-ს კალაპოტის 810 მ
სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, დაწყებული ჭავჭავაძის გამზირიდან ბახტრიონის
და გოგებაშვილის ქუჩების გადაკვეთამდე. გათვალისწინებულია „თელავის ხევი“-ს კალაპოტში
არსებული საინჟინრო კომუნიკაციების და მილსადენების დემონტაჟი, ძველი ასფალტის
საფარის და ბორდიურების დემონტაჟი. ორივე სანაპიროს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია
ავტომატური მორწყვის სისტემების მოწყობა, ტერიტორიის გამწვანება და გარე განათების
მოწყობა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
შემდეგ ბმულზე: