მოწვევა სატენდერო წინადადებების წარმოდგენაზე-სოფელ მუხროვანის შიდა გზების რეაბილიტაცია (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) -SRMIDP/CW/NCB/05-2014
გამოქვეყნებულია: 7 ნოემბერი 2014 / ძალაშია: 10 დეკემბერი 2014
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: სოფელ მუხროვანის შიდა გზების რეაბილიტაცია (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) -SRMIDP/CW/NCB/05-2014.
პროექტი ითვალისწინებს: სოფელ მუხროვანის შიდა გზების რეაბილიტაციას სიგრძით 3,283 მ. და მოიცავს გზის საფარის აღდგენას. კიუვეტების გაწმენდას და მილების გასუფთავებას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=129493&lang=ge