სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზის და გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
2017 წლის 1 დეკემბერს 13:00 საათზე სოფელ გერგეთში, სახანძრო - სამაშველო სამსახურის შენობაში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან მიმდინარე პროექტის: „სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზის და გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია“ თაობაზე.
შეხვედრისას დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია პროექტის მსვლელობასა და სამომავლოდ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
საკონტაქტო პირები: ნუცა გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის
სპეციალისტი, მობ: 598882019;
ზურაბ ზილინაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის
ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი,
მობ: 599551358