მოწვევა ტენდერში მონაწილეობის მისაღებად - ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელება და მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა (ხელახალი ტენდერი)
გამოქვეყნებულია: 14 ნოემბერი 2014 / ძალაშია: 23 იანვარი 2015
საქართველოს მთავრობამ მიიღო სესხი აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის - პირველი ტრანშით გათვალისწინებული პროექტების დასაფინანსებლად. სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ქ. თბილისში მეტროპოლიტენის მეორე ხაზის გაგრძელებისა და მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოებისათვის. ტენდერი ღიაა მხოლოდ იმ მონაწილეთათვის, რომლებიც წარმოდგენილია აზიის განვითარების ბანკის (ADB) წევრი ქვეყნებიდან.
დეტალები იხილეთ ლინკზე:
მოწვევა ტენდერზე - მეტროსადგურის მშენებლობა
აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნების სია