მოწვევა სატენდერო წინადადებების წარმოდგენაზე - ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე არსებული გზის რეაბილიტაცია (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი)
გამოქვეყნებულია: 19 ნოემბერი 2014 / ძალაშია: 19 დეკემბერი 2014
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე არსებული გზის რეაბილიტაცია (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) - SRMIDP/CW/NCB/06-2014;
პროექტი ითვალისწინებს: წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე გზის რეაბილიტაციას სიგრძით 3 930 მ. და ხელოვნური ნაგებობების შეკეთება-მოწყობას. (მილები, გაბიონის კედლები, რკინა -ბეტონის კიუვეტი).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე: