სოფელ მირაშხანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასპინძის მუნიციპალიტეტი
2017 წლის 12 დეკემბერი 14:00 საათზე, სოფელ მირაშხანში რიტუალების დარბაზში გაიმართება ქვე-პროექტის „სოფელ მირაშხანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია“ გარემოსდაცვითი მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს სოფელ მირაშხანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, საპროექტო გზის სიგრძე არის 3600 მ და სიგანე 5 მ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. |
|
საკონტაქტო პირები |
ნუცა გუმბერიძე, ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი, მობ.: 5 98 88 20 19, ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge |
|
|
ასპინძის მუნიციპალიტეტი გამგეობის შენობაში (მისამართი: ასპინძა, თამარის ქუჩა #3 ) |
|
საკონტაქტო პირი |
ანზორ ალელიშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ელ-ფოსტა: anzor.alelishvili@gmail.com, ტელ : 551 744 004 |
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: