მოწვევა სატენდერო წინადადებების წარმოდგენაზე - თეთრიწყაროს შიდა ქუჩების და ხიდის რეაბილიტაცია
გამოქვეყნებულია: 28 ნოემბერი 2014 / ძალაშია: 29 დეკემბერი 2014
#: SRMIDP/CW/NCB/08-2014.
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება
რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის
განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი
კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: თეთრიწყაროს შიდა ქუჩების და
ხიდის რეაბილიტაცია.
პროექტი ითვალისწინებს: ტროტუარების, რკინა-ბეტონის თხრილების და ლითონს
მილების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შემდეგი ქუჩების: თაყაიშვილი, ტაბიძე,
თუმანიანი, გიორგი ბრწყინვალე, კოსტავა, ხერგიანი და თრიალეთი (საერთო სიგრძით
3448მ) თეთრიწყაროში; ასევე, სოფ. მანგლისში სამი მილხიდის რეაბილიტაციას
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული
სისტემის შემდეგ ბმულზე: