ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ავტოსადგომის მოწყობა ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2017 წლის 19 დეკემბერს 12:00 საათზე, სოფელ საგურამოს (მცხეთის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული ცენტრის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ავტოსადგომის მოწყობა“ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზედაზენის მონასტერთან (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ავტოსადგომის მოწყობა. სარეაბილიტაციო გზა (სიგრძე 6305 მ) იწყება სოფელ საგურამოში და სრულდება ზედაზენის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე:
· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,
ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge;
· მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში - მცხეთა, ანტიოქიის ქუჩა 7, საკონტაქტო პირი - მცხეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი გიუტაშვილი, ტელ: 595903003, ელ-ფოსტა: gia.giutashvili@gmail.com
· სოფელ საგურამოში - საკონტაქტო პირი მცხეთის მერის წარმომადგენელი საგურამოში გელა უნდილაშვილი; ტელ: 5 99 99 99 41, ელ-ფოსტა: undilashvili77@bk.ru
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: