ქალაქ გორის 10 სათამაშო მოედნების რეაბილიტაცია - ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

22 ნოემბერი 2016
მუნიციპალიტეტი: გორი
დონორი: WB

  2016 წლის 29 ნოემბერს 12:00 საათზე, გორის  მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: სტალინის გამზირი N16) გაიმართება ქვე-პროექტის „გორის 10 სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქალაქ გორში ათი სათამაშო მოედნის რეაბილიტაციას.

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

        საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206.

 

საკონტაქტო პირები:   ქეთევან პაპაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 599149696,  

ელ-ფოსტა: kpapashvili@mdf.org.ge

 

ნონა ჭიჭინაძე, სოციალური და გენდერული საკითხების სპეციალისტი, მობ.: 599 56 51 09,

ელ-ფოსტა: nchichinadze@mdf.org.ge

 

       გორის  მუნიციპალიტეტის მერიაში - სტალინის გამზირი N16. საკონტაქტო პირი: აკაკი ხუფენია,მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ტელ: 599 57 74 80


 EMP_Gori Stadiums_geo