ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - იმერეთის რეგიონში ტურიზმისა და პროექტის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება

გამოქვეყნებულია: 6 იანვარი 2015    /    ძალაშია: 20 იანვარი 2015

პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი: IBRD/RDPII/CS/CQS/02-2014.

საქართველომ მიიღო კრედიტი მსოფლიო ბანკიდან რეგიონული განვითარების II პროექტის დასაფინანსებლად და აპირებს ამ საკრედიტო თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.

საკონსულტაციო მომსახურება („მომსახურება“) მოიცავს მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიის შემუშავებას, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტის განხორციელებისა და ეფექტურობის შეფასების მიზნებს მოემსახურება. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა სავარაუდოდ გამიზნულია ქვემოთმოყვანილის მისაღწევად (i) იმერეთის ტურიზმის ინდუსტრიის ამჟამინდელი მდგომარეობის უფრო დეტალურად გააზრება საქართველოს კონტექსტში (ii) მექანიზმების შემუშავება მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების და ეფექტურობის მონიტორინგისათვის, რათა გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა, ხარჯვა, დასაქმება და ტურიზმთან დაკავშირებული ინვესტიციების მოცულობა.

     

          დეტალები იხილეთ ბმულზე:

 

          მოთხოვნა ინტერესის გამოხატვის შესახებ