ონის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა და მეორე იწყება
26 სექტემბერი 2014
ონის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის ერთი პროექტი წარმატებით დასრულდა და მეორე პროექტი იწყება. პირველი პროექტის დასრულების შედეგად, ონის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უკვე მიეწოდება. წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, რომელიც ონის მოსახლეობას აწუხებდა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად მოგვარდა. ამჟამად კი, ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მეორე ეტაპს იწყებს.