მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა - ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2018 წლის 31 იანვარს 12:00 საათზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზი (მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3) გაიმართება ქვე-პროექტის - „მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული განვითარების პროგრამის (RDP 2) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას, ახალი ავტოსადგომის ზონის მოწყობას, საკომუნიკაციო სისტემის (ელექტრო მომარაგება, წყალ-კანალიზაცია) რეაბილიტაციას, არსებული ვიზიტორთა ცენტრის შენობის რეაბილიტაცია და სხვ.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206.
- ქ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, მისამართი: კარლო ლომაძის მოედანი №3.
საკონტაქტო პირები:
- ნუცა გუმბერიძე, მგფ ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი,
მობ: +995 598 88 20 19, ელ. ფოსტა: feedback@mdf.org.ge
- ზაზა ზოსიაშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი
მობ. 599273250, ელ. ფოსტა: tyibuli.infrastr@gmail.com,
ER_MOTSAMETA_for disclosure-geo