წყალტუბოს საკურორტო ზონის რეაბლიტაცია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოში რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტსა და საკურორტო ზონის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ადგილზე მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ამაშუკელმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან, მსოფლიო ბანკისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთდროულად 7 ობიექტზე ხორციელდება. შენდება კურორტის მართვის ოფისი, ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მცირე ზომის ტურისტული შენობა-ნაგებობები. ამავდროულად მიმდინარეობს ცენტრალური პარკის გზების, ბილიკების, სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემების აღდგენა და გარე განათებების მონტაჟი. შიდა სარემონტო სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალურ შენობა-ნაგებობებს. კერძოდ, გამგეობის, საკრებულოს, თეატრისა და რკინიგზის შენობებს უტარდება. ხდება მცირე ზომის საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
წყალტუბოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 37 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტს "მუნიციპალური განვითარების ფონდი" მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მშენებლობაზე ჯამში 170 ადამიანია დასაქმებული. საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ქალაქის კეთილმოწყობა, წყალტუბოში ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.