კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნინოწმინდისა და დავით გარეჯის მცირე რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
კონტრაქტის/ტენდერის #: IBRD/RDP/CW/NCB/04-2015
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნინოწმინდისა და დავით გარეჯის მცირე რეაბილიტაცია და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
პროექტი ითვალისწინებს:
დავით გარეჯის-სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის სამუშაოებს, სამონასტრო კომპლექსში მდებარე კელიების ფასადების მოპირკეთებასა და კეთილმოწყობას, ასევე მცირე ინფრასტრუქტურული შენობების სხვა და სხვა სახის მოპირკეთებით სამუშაოებს, წყლის და კანალიზაციის ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაციას.
ნინოწმინდა სამონასტრო კომპლექსში მდებარე შენობების მცირე რეაბილიტაციას, მცირე ინფრასტრუქტურული შენობების მშენებლობას, არსებული ინფრასტრუქტურული შენობების კეთილმოწყობას, წყლის და კანალიზაციის ქსელის მშენებლობა/რეაბილიტაციას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=144467&lang=ge