დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 15 იანვარი 2019    /    დასრულებული: 4 მარტი 2019

„ქ. თბილისში #55 საჯარო სკოლის, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლისა და #200 საჯარო სკოლის ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესება“

კონტრაქტის/ტენდერის ნომერი: #NEFCO/DB-L-5-2018

საქართველომ მიიღო ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) დაფინანსება საქართველოში საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის: „ქ. თბილისში #55 საჯარო სკოლის, პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლისა და #200 საჯარო სკოლის ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესება“.
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი 2019    /    დასრულებული: 4 თებერვალი 2019

განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ - ქალაქ წალენჯიხაში (თამარ მეფის ქუჩა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - DAP190000001, ქალაქ წალენჯიხაში (თამარ მეფის ქუჩა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 3 358 803 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2019 წლის 4 თებერვალს 14:30 საათზე.
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი 2019    /    დასრულებული: 1 თებერვალი 2019

განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ - დაბა მესტიაში, გვალდირში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 42.06.46.759) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - DAP190000002, დაბა მესტიაში, გვალდირში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 42.06.46.759) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5 586 376 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2019 წლის 1 თებერვალს 13:00 საათზე.
გამოქვეყნებულია: 10 იანვარი 2019    /    დასრულებული: 22 იანვარი 2019

განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ - ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩქუმის გზის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს - SPA190000127, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქუმის გზის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 71000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2019 წლის 22 იანვარს 15:30 საათზე.
გამოქვეყნებულია: 9 იანვარი 2019    /    დასრულებული: 23 იანვარი 2019

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - „ქ. თბილისში #181 და #43 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით დეტალური დიზაინის მომზადება“

პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი # CEB/EE/CS/LCS/01-2018

საქართველომ მიიღო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან (CEB) დაფინანსება თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს შემდეგი საკონსულტაციო მომსახურებისათვის: „ქ. თბილისში #181 და #43 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით დეტალური დიზაინის მომზადება“.
გამოქვეყნებულია: 4 იანვარი 2019    /    დასრულებული: 4 თებერვალი 2019

ქ. გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა

კონტრაქტის/ტენდერის #: EIB/MIMP/W/NCB/70-2019

საქართველომ მიიღო დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ქ. გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა.
გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი 2018    /    დასრულებული: 8 იანვარი 2019

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - კომუნიკაციის ადგილობრივი კონსულტანტი

პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი, განმახორციელებელი ორგანო - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს მოწვევას ინტერესის გამოხატვაზე კომუნიკაციის ადგილობრივი კონსულტანტის შესარჩევად.
გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი 2018    /    დასრულებული: 8 თებერვალი 2019

„ქალაქ ხაშურში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია“

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: „ქალაქ ხაშურში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია“ - SRMIDP/CW/NCB/41-2018
გამოქვეყნებულია: 19 დეკემბერი 2018    /    დასრულებული: 14 იანვარი 2019

მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - ქ. მცხეთაში ინტეგრირებული ურბანული განახლების კონცეფციის, დეტალური დიზაინის მომზადება და სამუშაოების წარმოებისთვის, გამწვანებული სივრცეების გასაფართოებლად და საზოგადოებრივ სივრცეებთან დასაკავშირებლად მშენებლობის ზედამხედველობა

პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი #IBRD/RDPIII/CS/QCBS/05-2018

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს შემდეგი საკონსულტაციო მომსახურებისათვის: ქ. მცხეთაში ინტეგრირებული ურბანული განახლების კონცეფციის, დეტალური დიზაინის მომზადება და სამუშაოების წარმოებისთვის, გამწვანებული სივრცეების გასაფართოებლად და საზოგადოებრივ სივრცეებთან დასაკავშირებლად მშენებლობის ზედამხედველობა.
გამოქვეყნებულია: 19 დეკემბერი 2018    /    დასრულებული: 28 დეკემბერი 2018

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - ინდივიდუალური კონსულტანტის - ინჟინრის შერჩევა

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აპირებს აღნიშნული პროექტისათვის ინდივიდუალური კონსულტანტის, ინჟინრის შერჩევას.