დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 20 მაისი 2014    /    დასრულებული: 9 ივნისი 2014

ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და დეტალური დიზაინის მომზადება თელავის მუნიციპალიტეტში, სოფ. შალაურში მდებარე „შალაურის“ ღვინის მარნის მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის

საქართველომ მიმართა მსოფლიო ბანკს რეგიონული განვითარების პროექტის დასაფინანსებლად. აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენება დაგეგმილია საკონსულტაციო მომსახურებისთვის. მოცემული საკონსულტაციო მომსახურების („მომსახურება“) მიზანია ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და დეტალური დიზაინის მომზადება, აგრეთვე გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მომზადება შალაურში გზის რეაბილიტაციისთვის.
გამოქვეყნებულია: 19 მაისი 2014    /    დასრულებული: 19 ივნისი 2014

ხობის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/15

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს მიწის სამუშაოებს, ფოლადისა და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, ასფალტის საფარის მოწყობას და ჭაბურღულების ტუმბოების სამონტაჟო სამუშაოებს.
გამოქვეყნებულია: 19 მაისი 2014    /    დასრულებული: 26 მაისი 2014

შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ

IDA/RDPII/CW/NCB/01-1-2014-L2

ქ. წყალტუბოს „ცივი“ ტბის და ცენტრალური პარკის გზების, ბილიკების და სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია
გამოქვეყნებულია: 14 მაისი 2014    /    დასრულებული: 22 მაისი 2014

განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფლების ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის N702 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 14 მაისი 2014    /    დასრულებული: 19 მაისი 2014

განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს ქალაქებში თელავში, ოზურგეთში, ზუგდიდში, გორში, ამბროლაურში, მცხეთასა და ახალციხეში ახალი მუნიციპალიტეტების ორგანოების განსათავსებლად საჭირო ადმინისტრაციული შენობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 მაისის N763 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 14 მაისი 2014    /    დასრულებული: 19 მაისი 2014

განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიდი ხურვალეთი, გუგუტიანთკარი, კოშკა, დიცი, ქვეში და ზარდიანთკარი; ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წაღვლი და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ატოცი და კნოლევი ელექტროენერგიით მომარაგებისა და მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის საჭირო საძიებო- საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 აპრილის N676 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 13 მაისი 2014    /    დასრულებული: 20 მაისი 2014

შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ

რეგიონალური განვითარების პროექტი
განმახორციელებელი სააგენტო: საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

პროექტის ნომერი: P126033
გამოქვეყნებულია: 13 მაისი 2014    /    დასრულებული: 20 მაისი 2014

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა

IBRD/RDP/CS/IC/03-2014

საკონსულტაციო მომსახურება განსახლების სამოქმედო გეგმის საფუძველზე საჩივრების შეფასებისათვის თელავის, ყვარლისა და დართლოს ქვე–პროექტების ფარგლებში

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი თანადაფინანსებით ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტი კახეთის რეგიონში. პროექტის ღირებულებაა 75 მლნ აშშ დოლარი; ხანგრძლივობა - 2012-2016 წწ. აღნიშნული პროექტის მიზანია ინფრასტრუქტურული მომსახურებისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება კახეთის რეგიონში, ტურიზმზე დაფუძნებული ეკონომიკისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განვითარების მხარდაჭერის მიზნით (http://www.mdf-kakheti.com/), (http://www.kakheti.travel/).
გამოქვეყნებულია: 13 მაისი 2014    /    დასრულებული: 30 მაისი 2014

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - საერთაშორისო ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა თვინინგის პროგრამისა და ინსტიტუციონალური გავითარების პროექტისათვის

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ. პროექტის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ). აღნიშნული პროექტის ფარგლებში მგფ აცხადებს ინტერესის გამოხატვას საერთაშორისო ინდივიდუალური კონსულტანტის შესარჩევად თვინინგის პროგრამისა და ინსტიტუციონალური გავითარების პროექტისათვის. აღნიშნული დავალების მიზანია საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და რეკომენდაციების მიღება მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამისათვის.
გამოქვეყნებულია: 13 მაისი 2014    /    დასრულებული: 13 ივნისი 2014

ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/06

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს ფოლადისა და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, მიწის სამუშაოებს, მომხამრებელთა დაერთებებს და ასფალტის საფარის მოწყობას.