დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 11 აპრილი 2014    /    დასრულებული: 13 მაისი 2014

ბოლნისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/02

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს ფოლადის და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, ბეტონის ჭების მოწყობას, მიწის სამუშაოებს და ასფალტის საფარის აღდეგნას.


გამოქვეყნებულია: 10 აპრილი 2014    /    დასრულებული: 25 აპრილი 2014

ტენდერზე მოწვევის განცხადება

ტენდერზე მოწვევის განცხადება- საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მეშვეობით მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტის დასაფინანსებლად და აღნიშნული გრანტის ნაწილის გამოყენებას აპირებს „სანიტარული გაუმჯობესების, საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და დრენაჟის სარეაბილიტაციო სამუშაოები იძულებით გადაადგილებულ პირთა 2 კოტეჯური ტიპის დასახლებებში, შიდა ქართლის და მცხეთა-თიანეთის რეგიონები (სოფელი მოხისი და სოფელი წილკანი)
გამოქვეყნებულია: 8 აპრილი 2014    /    დასრულებული: 8 მაისი 2014

სენაკის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

ტენდერის #EIB/WIMPII/W/NCB/01

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული სამუშაოების დასაფინანსებლად. ძირითადი სამუშაოები მოიცავს ფოლადის და პოლიეთილენის მილების მონტაჟს, სახლების დაერთებების მოწყობას, ასფალტის საფარის მოჭრას და აღდეგნას და მონოლითური ბეტონის სამუშაოებს.
დეტალებისთვის იხილეთ სატენდერო განცხადება.
გამოქვეყნებულია: 7 აპრილი 2014    /    დასრულებული: 22 აპრილი 2014

მოწვევა მგფ-ისთვის კონსულტაციის ჩაატრების მიზნით, თბილისი-რუსთავის გზის პროექტის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროცესში

საერთაშორისო ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა თბილისი-რუსთავის გზის მე-2 მონაკვეთზე (5,2 - 6,9 კმ) მდებარე შენობების სტრუქტურული მდგრადობის, მათზე ვიბრაციისა და ხმაურის ზემოქმედების ექსპერტიზის შედეგების განხილვისა და მგფ-ის საკონსულტაციო მომსახურებისათვის
გამოქვეყნებულია: 1 აპრილი 2014    /    დასრულებული: 4 აპრილი 2014

განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს ქ. ვანის სახელმწიფო მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამატებითი გამაგრებითი ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N385 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 1 აპრილი 2014    /    დასრულებული: 7 აპრილი 2014

განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

სსიპ ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტში ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის პრობლემური მონაკვეთების რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისა და დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N373 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 28 მარტი 2014    /    დასრულებული: 7 აპრილი 2014

განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის განკარგულების საფუძველზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაევალა ქ. თბილისში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
გამოქვეყნებულია: 27 მარტი 2014    /    დასრულებული: 27 მარტი 2014

შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ

რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება - ნინოწმინდის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.


გამოქვეყნებულია: 27 მარტი 2014    /    დასრულებული: 27 მარტი 2014

შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ

რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება - ძველი შუამთის, ახალი შუამთისა და იყალთოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.
გამოქვეყნებულია: 27 მარტი 2014    /    დასრულებული: 14 აპრილი 2014

განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ქ. ქუთაისში ზ. გამსახურდიას (გზაგამტარი ხიდის გარშემო) ქუჩის, თოფურიას ქუჩის, სოხუმის ქუჩის I შესახვევის და კ. გამსახურდიას ქუჩის II შესახვევის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
აღნიშნული ტენდერის ირგვლივ დაინტერესებული პირების დეტალურად ინფორმირების უზრუნველსაყოფად სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მართავს ღია კარის დღეს, რომელიც გაიმართება 2014 წლის 31 მარტს 17:00 საათზე, შემდეგ მისამართზე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.