დასრულებული ტენდერები

გამოქვეყნებულია: 28 თებერვალი 2014    /    დასრულებული: 21 მარტი 2014

ტენდერზე მოწვევის განცხადება

საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების და იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროექტის დასაფინანსებლად და აღნიშნული გრანტის ნაწილის გამოყენებას აპირებს სანიტარული გაუმჯობესების, საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების და დრენაჟის სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა კოტეჯური ტიპის დასახლებებში - მცხეთა თიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი 2014    /    დასრულებული: 27 თებერვალი 2014

შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ

რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება - სოფ. დართლოს საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება.
გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი 2014    /    დასრულებული: 13 მარტი 2014

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - კახეთის რეგიონში ტურიზმისა და პროექტის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება

საქართველომ მოითხოვა დაფინანსება მსოფლიო ბანკისაგან რეგიონული განვითარების პროექტის დასაფინანსებლად და დაგეგმილია ამ თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიის განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარების პროექტის შეფასებას, განხორციელებასა და ეფექტურობას. საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი საქმიანობების განხორციელება: (i) კახეთის რეგიონში ტურიზმის სექტორის ამჟამინდელი მდგომარეობის დეტალური შეფასება და (ii) მექანიზმების შემუშავება მომდევნო სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელი საქმიანობებისა და ეფექტურობის მონიტორინგისათვის, რათა გაიზარდოს ვიზიტორთა რაოდენობა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, დასაქმება და ტურიზმთან დაკავშირებული ინვესტიციები.
გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი 2014    /    დასრულებული: 14 მარტი 2014

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - თელავის ჩამდინარი წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება და წყალტუბოსა და თელავის გამწმენდი ნაგებობებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება

საქართველომ მოითხოვა დაფინანსება შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსაგან ჩამდინარი წყლების მდგრადი განკარგვის პროექტის დასაფინანსებლად და აპირებს ამ თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
საკონსულტაციო მომსახურება (“მომსახურება”) მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებასა და ტექნიკური მახასიათებლების აღწერასა და მომზადებას წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარი წყლების გამწმენდი ნაგებობებისთვის. კონსულტანტი მჭიდროდ ითანამშრომლებს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. სამუშაოების მოცულობა შემოიფარგლება ჩამდინარი წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციით, დამაკავშირებელი წერტილებიდან - არსებული საკანალიზაციო ქსელის ჩათვლით, რაც განსაზღვრულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტში.
გამოქვეყნებულია: 27 თებერვალი 2014    /    დასრულებული: 14 მარტი 2014

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - ტექნიკური დახმარების საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურება ჩამდინარი წყლების სექტორში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის

საქართველომ მოითხოვა დაფინანსება შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსაგან ჩამდინარი წყლების მდგრადი განკარგვის პროექტის დასაფინანსებლად და აპირებს ამ თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
საკონსულტაციო მომსახურება (“მომსახურება”) მოიცავს ტექნიკური დახმარების გაწევას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის ჩამდინარი წყლების სექტორში. ჩამდინარი წყლების მდგრადი განკარგვის პროექტის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია ჩართული იქნება როგორც ერთ-ერთი მხარე პროცესში, დასახული მიზნების მისაღწევად. შერჩეული კონსულტანტი თავის საქმიანობას განახორციელებს საქართველოში (დაახლოებით, საქმიანობის 90% - ობიექტზე), ხოლო პერიოდული გრაფიკით კონტრაქტით განსაზღვრულ დღეებში იმუშავებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან.
გამოქვეყნებულია: 26 თებერვალი 2014    /    დასრულებული: 12 მარტი 2014

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარი წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციისა და ოპერირებისათვის

საქართველომ მოითხოვა დაფინანსება შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსაგან ჩამდინარი წყლების მდგრადი განკარგვის პროექტის დასაფინანსებლად და აპირებს ამ თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
საკონსულტაციო მომსახურება ("მომსახურება") მოიცავს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებას წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარი წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციისა და ოპერირებისათვის.
გამოქვეყნებულია: 26 თებერვალი 2014    /    დასრულებული: 4 მარტი 2014

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - ინდივიდუალური განსახლების სპეციალისტის შერჩევა თბილისი-რუსთავის ურბანული პროექტისთვის

პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობისა (GoG) და აზიის ბანკის მიერ (ADB). საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ფონდი) წარმოადგენს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას. პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას. ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ინტერესის გამოხატვას განსახლების კონსულტანტის შესარჩევად თბილისი-რუსთავის ურბანული პროექტისთვის (მონაკვეთი 2).
გამოქვეყნებულია: 20 თებერვალი 2014    /    დასრულებული: 6 მარტი 2014

მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე საერთაშორისო შესყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე

პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი (ADB). პროექტის განმახორციელებლი სააგენტოა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF). ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს დაინტერესების გამოხატვას საერთაშორისო შესყიდვების კონსულტანტის შერჩევაზე, რომელმაც უნდა განიხილოს და საბოლოოდ დაამუშავოს შესყიდვებთან დაკავშირებული მთელი დოკუმენტაცია (სამშენებლო სამუშაოები და საკონსულტაციო მომსახურება), მომზადებული მუნიციპალური განვითარების ფონდის (EA) მიერ განხორციელებადი საქალაქო ტრანსპორტის მდგრადი ინვესტირების პროგრამის (ყველა ტრანშები) ფარგლებში, ADB-ს ინსტრუქციების და მეთოდოლოგიის თანახმად.
გამოქვეყნებულია: 20 თებერვალი 2014    /    დასრულებული: 14 აპრილი 2014

წყალმზიდი სატვირთო მანქანების მიწოდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის

საქართველოს მთავრობამ მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის II ეტაპის დასაფინანსებლად. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს გაერთიანებული წყალმომომარაგების კომპანიისათვის 2 ცალი წყალმზიდი სატვირთო მანქანის მიწოდების მიზნით.
გამოქვეყნებულია: 14 თებერვალი 2014    /    დასრულებული: 14 თებერვალი 2014

შეტყობინება EIB NCB 08-2

შეტყობინება კონტრაქტის მინიჭების შესახებ
წალენჯიხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია
ტენდერის შედეგებისთვის მიჰყევით ბმულს