დასრულებული ტენდერები
გამოქვეყნებულია: 6 სექტემბერი 2013 / დასრულებული: 14 ოქტომბერი 2013
მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე
საქართველოს მთავრობამ (”სესხის ამღები”) მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკის (”ბანკი”) სესხი წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მეორე პროექტის დასაფინანსებლად (WIMPII). მოცემული საერთაშორისო მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე დაკავშირებულია წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების საკონსულტაციო მომსახურების ზედამხედველობის კონტრაქტთან, წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტით გათვალისწინებული ოცდარვა ქალაქისთვის.
გამოქვეყნებულია: 5 სექტემბერი 2013 / დასრულებული: 26 სექტემბერი 2013
მოწვევა ეროვნულ საკონკურსო ვაჭრობაზე
საქართველომ მიიღო სესხი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისაგან (IBRD) რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებით (RMIDPII) დასაფინანსებლად და განზრახული აქვს ამ სესხის სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. ონში ჩაჩაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია (კონტრაქტის IBRD/RMIDPII/CW/NCB/69).
გამოქვეყნებულია: 4 სექტემბერი 2013 / დასრულებული: 25 სექტემბერი 2013
ტენდერი ქ. ზუგდიდიში ხუბულავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე
სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს ქ. ზუგდიდიში ხუბულავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
გამოქვეყნებულია: 4 სექტემბერი 2013 / დასრულებული: 4 სექტემბერი 2013
ქ. ზუგდიდში ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაცია (მოწვევა საკონკურსო ვაჭრობაზე)
საქართველომ მიიღო სესხი რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისაგან (IBRD) რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის დამატებით (RMIDPII) დასაფინანსებლად და განზრახული აქვს ამ სესხის სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. ზუგდიდში ხუბულავას ქუჩის რეაბილიტაცია.
გამოქვეყნებულია: 2 აგვისტო 2013 / დასრულებული: 16 აგვისტო 2013
შემოთავაზება ინტერესის გამოხატვაზე (იჯარის მომსახურება ტურისტული ინფრატრუქტურის ექსპლუატაციისთვის კახეთში)
საქართველომ მიიღო სესხი მსოფლიო ბანკისგან რეგიონალური განვითარების პროექტის ხარჯებისთვის, და საკრედიტო სახსრების ნაწილი მიმართა კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის შერჩეულ ობიექტებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე; აგრეთვე გეგმავს ობიექტების გადაცემას იჯარის საფუძველზე, რისი ძირითადი მიზანიცაა ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია ისეთნაირად, რომ მოხდეს ინფრასტრუქტურის ეფექტური ექსპლუატაცია, მხარდაჭერა და ტექნიკური მხარდაჭერა.
გამოქვეყნებულია: 7 ივლისი 2013 / დასრულებული: 7 ივლისი 2013
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური შესაძლებლობები და მხარდაჭერა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის
საქართველოს მთავრობამ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური შესაძლებლობების და მხარდაჭერის დასაფინანსებლად და აღნიშნული გრანტის ნაწილის გამოყენებას აპირებს 8 ყოფილი საავადმყოფოს შენობის და 27 კოლექტიური ცენტრის რეაბილიტაციისთვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით. ქვემოთ წარმოდგენილია 7 შესაბამისი ლოტი
გამოქვეყნებულია: 17 მაისი 2013 / დასრულებული: 1 ივლისი 2013
მოწვევა ტენდერზე – ხელახალი ტენდერი (თბილისი-რუსთავი)
მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ტენდერს თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკისგან მიიღო სესხი მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის მე-2 ტრანშისთვის. აღნიშნული სესხით „თბილისი- წითელი ხიდის“ საავტომობილო გზის- თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდეტრნიზაცია მოხდება. ტრასის სირთული გათვალისწინებით საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი. აღნიშნული ტენდერი პირველ და მესამე მონაკვეთზე გამოცხადდა.