დოკუმენტები
30 ოქტომბერი 2015
ვანის არქეოლოგიური ძეგლების დამცავი გადახურვა და ვანის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის აღდგენა
ქვე-პროექტი ითვალისწინებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის ინფრასტრუქტურის აღდგენას. კერძოდ, ქვე-პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკონსერვაციო გადახურვის მოწყობა გათხრების შედეგად აღმოჩენილი ხუთი ძეგლისათვის და ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და არქეოლოგიური უბნის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია. ტერიტორიაზე აგრეთვე, მოეწყობა საინფორმაციო სტენდები, მოსასვენებელი სკამები და განთავსდება სანაგვე ურნები.
ქვე-პროექტი განხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტი განხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
29 ოქტომბერი 2015
თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – სექცია 2 ნაწილი B განსახლების სამოქმედო გეგმა
საქართველოს მთავრობამ თბილისი–რუსთავის გზის რეკონსტრუქცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს არსებული 17,1 კმ. სიგრძის, 2 ზოლიანი თბილისი–რუსთავის გზის მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „I კატეგორიის“ ჩქაროსნულ 4 ზოლიან ავტომაგისტრალად, 120 კმ/სთ საერთო დაგეგმილი სიჩქარით. თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – სექცია 2 ნაწილი B არის PK 5+300 -დან PK 6+800–მდე გზის მონაკვეთი.
23 ოქტომბერი 2015
მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - (SUTIP 3), ნახევარწლიანი გარემოსდაცვითი მონიტორინგის ანგარიში
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (აგბ)-ს შორის გაფორმდა მრავალტრანშიანი დაფინანსების საშუალება - მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის სესხი-SUTIP და სხვადასხვა საპროექტო ხელშეკრულებები.
პროგრამა უზრუნველყოფს ეფექტურ, სანდო და ხელმისაწვდომ ურბანულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მომსახურებას, გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალს და ურბანული ტიპის დასახლებების კონკურენტუნარიანობას, გააუმჯობესებს 1.5 მილიონი ადამიანის საარსებო საშუალებებს (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 35%). პროექტი აგრეთვე: (I) ამ დასახლებებისათვის გააუმჯობესებს ურბანულ გარემოს და ეკონომიკური შესაძლებლობების და კომუნალური და სოციალური სამსახურების ხელმისაწვდომობას; (II) ხელს შეუწყობს ეფექტურ და მდგრად ურბანულ ტრანსპორტირებას; და (III) შექმნის შემოსავლისა და დასაქმების შესაძლებლობებს.
მე-3 (SUTIP 3) ტრანშის პროექტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული იქნა გარემოსდაცვითი მონიტორინგის ნახევარწლიანი ანგარიში (EMR), რომელიც მოიცავს 2015 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდს.
პროგრამა უზრუნველყოფს ეფექტურ, სანდო და ხელმისაწვდომ ურბანულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მომსახურებას, გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალს და ურბანული ტიპის დასახლებების კონკურენტუნარიანობას, გააუმჯობესებს 1.5 მილიონი ადამიანის საარსებო საშუალებებს (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 35%). პროექტი აგრეთვე: (I) ამ დასახლებებისათვის გააუმჯობესებს ურბანულ გარემოს და ეკონომიკური შესაძლებლობების და კომუნალური და სოციალური სამსახურების ხელმისაწვდომობას; (II) ხელს შეუწყობს ეფექტურ და მდგრად ურბანულ ტრანსპორტირებას; და (III) შექმნის შემოსავლისა და დასაქმების შესაძლებლობებს.
მე-3 (SUTIP 3) ტრანშის პროექტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული იქნა გარემოსდაცვითი მონიტორინგის ნახევარწლიანი ანგარიში (EMR), რომელიც მოიცავს 2015 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდს.
15 ოქტომბერი 2015
საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სოფელ ღრელიდან საფარას მონასტრამდე (ახალციხის მუნიციპალიტეტი) - ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგი და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა
ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელიდან საფარას მონასტრამდე.
6 ოქტომბერი 2015
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა (ძველი შუამთა, ახალი შუამთა, იყალთო) და იყალთოს ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოები - ფაზა 2
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში და ითვალისწინებს ძველი შუამთაში, ახალ შუამთაში და იყალთოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და იყალთოში წმ. ნინოს სახელობის ეკლესიის საკონსერვაციო სამუშაოებს. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში და თვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ მსუბუქი ტურისტული ინფრასტრუქტურის, სუვენირების მაღაზიების, საზოგადოებრივი ტუალეტების, შიდა და გარე წყალმომარაგების, ელექტრო მომარაგების და კანალიზაციის სისტემების, მისასვლელი გზებისა და ავტოსადგომების მოწყობას.
5 ოქტომბერი 2015
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფელ მეორე სვირისა და სვირის სადგურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს სოფლების მეორე სვირისა და ახალი სვირის დამაკავშირებელი 7 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო გზა იწყება ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის გადასახვევიდან, გადის სოფელ მეორე სვირზე, დაუსახლებელ ტერიტორიებზე და სრულდება ახალ სვირში (დასახლება „სადგური სვირი“). არსებული საავტომობილო გზა ძლიერ დაზიანებულია.
5 ოქტომბერი 2015
ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (RMIDP 2) ფარგლებში მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩის, ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევისა და სანაპირო ქუჩის რეაბილიტაციას. ნიკეასა და სანაპიროს ქუჩების (ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევის ჩათვლით) საერთო სიგრძეა 3 492 კმ.
2 ოქტომბერი 2015
სოფელ ჩალაუბნის გზის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას სოფელ ჩალაუბანში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, საერთო სიგრძით 3.656 კმ. ქვე-პროექტს ექნება გრძელვადიანი დადებითი ზემოქმედება გარემოზე, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან, გარემოზე ისეთი უარყოფითი ზემოქმედებების შემცირებით როგორიცაა: მტვერი, გამონაბოლქვი და მანქანების მოძრაობიდან წარმოქმნილი ხმაური.
2 ოქტომბერი 2015
სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ქვე-პროექტს ექნება გრძელვადიანი დადებითი ზეგავლენა, ვინაიდან ადგილობრივი თემის ახალი კომფორტული კულტურის სახლის შენობით უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ პირობებს, კერძოდ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ინტერესის გაზრდას განათლებასა და ფიზიკური აქტივობების მიმართ. რეაბილიტაციის შემდეგ, კულტურის სახლი გამოყენებული იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისათვის.
2 ოქტომბერი 2015
კულტურული მემკვიდრეობის ზონის კეთილმოწყობა კაცხის მონასტერთან
ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომისა და გადასახედი ტერასის მოწყობა კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქვე-პროექტის ფარგლებში, ასევე, შეკეთდება ტაძრის მიმდებარე გზა, მოეწყობა სასმელი წყლის მიწოდების სისტემა ვიზიტორთა ცენტრისათვის და ტაძრისათვის.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.