დოკუმენტები

16 ოქტომბერი 2014

ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტი გურჯაანში

ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და ბესიკის ქუჩების რეაბილიტაცია. ქვე-პროექტის ფარგლებში აღდგენილი იქნება 2,278 კმ სიგრძის გზის საფარი. ქვე-პროექტს ექნება დადებითი გრძელვადიანი ზეგავლენა, გააუმჯობესებს რა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ და ტრანსპორტირების პირობებს.
14 ოქტომბერი 2014

ერეკლე II სასახლის (ბატონის ციხე, თელავი) რესტავრაციის ქვეპროექტი

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის (RDP) ფარგლებში და მიზნად ისახავს ერეკლე II სასახლის (ბატონის ციხე) რესტავრაციას, კერძოდ, ნაგებობის დაზიანებული ნაწილების გამოცვლას და 1980–იან წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს მიღებული მრავალი არასწორი გადაწყვეტილების შედეგების გამოსწორებას. მათ შორის სახურავისა და აივნების, ხის საყრდენი კონსტრუქციების, სახურავის ფენილის, ხის აჟურული ვიტრაჟის, კარებისა და აგურის იატაკის შეცვლას. ქვე-პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
6 ოქტომბერი 2014

გურჯაანში ქუჩების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)

ქუჩების რეაბილიტაცია გურჯაანში
ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
6 ოქტომბერი 2014

სოფელ მირზაანში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) გზის რეაბილიტაციის ქვეპროექტის გარემოს დაცვის გეგმის საჯარო განხილვა.

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)

გზის რეაბილიტაცია სოფელ მირზაანში (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)
ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
3 ოქტომბერი 2014

კახეთის რეგიონული განვითარების პროექტი

2014 წლის 06 ოქტომბერს 14:30 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ ვარდისუბანში გამგებლის წარმომადგენლის ოფისის შენობაში გაიმართება კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქვეპროექტის „გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გეგმის“ დოკუმენტის საჯარო განხილვა.
3 ოქტომბერი 2014

კახეთის რეგიონული განვითარების პროექტი

06 ოქტომბერი 2014 წ

2014 წლის 06 ოქტომბერს 13:00 საათზე, თელავში ვაჟა ფშაველას ქ #3 ში (მერიის შენობის უკან) გაიმართება კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქვეპროექტის გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტის საჯარო განხილვა.

ერეკლე II სასახლის (ბატონის ციხე, თელავი) რესტავრაციის ქვეპროექტი

No: IBRD/RDP/CW/NCB/06-2014
1 ოქტომბერი 2014

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შენობაზე მინაშენის მოწყობის სამუშაოების დასრულება

იმერეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს ქვე-პროექტს „ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შენობაზე მინაშენის მოწყობის სამუშოების დასრულება“.
29 სექტემბერი 2014

საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან „თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობის (მე-3 მონაკვეთის მეორადი გზები)“ პროექტის თაობაზე

2 ოქტომბერი, 13:00 სთ

2014 წლის 2 ოქტომბერს 13:00 სთ-ზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, აღმაშნებლების 150), „თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან.
25 სექტემბერი 2014

დონეცკის ქუჩის რეაბილიტაცია ქუთაისში - გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)

დონეცკის ქუჩის რეაბილიტაციის ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
26 ივნისი 2014

კახეთის რეგიონული განვითარების პროექტი

26 ივნისი 2014 წ.


2014 წლის 01 ივლისს 12:00 საათზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. წიწკანაანთსერის სკოლის შენობაში გაიმართება კახეთის რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქვეპროექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმის საჯარო განხილვა.