დოკუმენტები

31 იანვარი 2015

სოფელ მუხროვანის გზების რეაბილიტაცია (გარდაბნის მუნიციპალიტეტი)

ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანში. სარეაბილიტაციო გზების საერთო სიგრძე შეადგენს 3, 283 მ-ს. ქვე პროექტი ითვალისწინებს გზის ზედაპირის რეაბილიტაციას ასფალტით და გზის კიუვეტებს და სადრენაჟე მილების გაწმენდას. ქვე-პროექტს ექნება დადებითი გრძელვადიანი ზეგავლენა, გააუმჯობესებს რა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ და ტრანსპორტირების პირობებს, ზემოქმედების არსებული უარყოფითი ფაქტორების (მტვერი, ემისიები, ვიბრაცია და ხმაური) შემცირების გზით.
31 იანვარი 2015

სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია კასპში (კასპის მუნიციპალიტეტი)

ქვე-პროექტი რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი მიზნად ისახავს კასპის სპორტული კომპლექსის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაs ქ. კასპში, შიდა ქართლის რეგიონში. ქვე-პროექტი მოიცავს არსებული ძველი შენობების რეაბილიტაციას, კალათბურთის ახალი დარბაზის მშენებლობასა და ეზოს კეთილმოწყობას.
31 იანვარი 2015

გორის რაიონის სოფლების: ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზის და ზემო ხვითის წყალსადენის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა ნიქოზის, ზემო ქვითის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, რომელიც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, უზრუნველყოფს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით 24-საათიან მომარაგებას, რაც თავის მხრივ წვლილს შეიტანს სოციო-ეკონომიიური პირობების გაუმჯობესებაში.
30 იანვარი 2015

სოფლების ბოდბისა და ბოდბის ხევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა

ქვე-პროექტი მიზნად ისახავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ ბოდბიდან ბოდბისხევამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. მთლიანი მონაკვეთის სიგრძეა 5.4 კილომეტრი. ორივე სოფელი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში,კახეთის რეგიონში. ეს გზა აკავშირებს სოფლებს ბოდბესა და ბოდბის ხევს და გამოიყენება ასევე ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ.
27 იანვარი 2015

თუშეთის ( ფშაველი - აბანო - ომალო ) საავტომობილო გზის უსაფრთხოების ღონისძიებები - გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტი მიზნად ისახავს სოფლების ფშაველისა და ომალოს დამაკავშირებელ 72 კმ-იან გზაზე შერჩეული 8 პრობლემური მონაკვეთის რეაბილიტაციას: 7 მონაკვეთზე რკინა-ბეტონის ქვედა საყრდენი კედლების მოწყობას, ხოლო ერთ ადგილზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციის აივნის მოწყობას
27 იანვარი 2015

ქ. თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაცია - გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე გამავალი თელავის ხევის დასუფთავება, ასევე ხევისა (რ/ბეტონის მოპირკეთებული არხი) და მის გასწვრივ ორივე მხარეს ტროტუარების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა.
21 იანვარი 2015

სოფელ მუხროვანის გზების რეაბილიტაცია (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)
21 იანვარი 2015

სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია კასპში (კასპის მუნიციპალიტეტი) ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)