სიახლეები

21 თებერვალი 2026

წალენჯიხაში საშა კვარაცხელიას სახელობის სტადიონი რეაბილიტირდება

ქალაქ წალენჯიხაში საშა კვარაცხელიას სახელობის ბუნებრივსაფარიან საფეხბურთო სტადიონს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება და, პარალელურად, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი.
21 თებერვალი 2026

მდ. მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის სამუშაოები დაიწყება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის მდგომარეობას გაეცნო.
20 თებერვალი 2026

ანაკლიასა და განმუხურის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება

ანაკლიისა და განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული განახლების პროექტირება დაიწყო. პროექტი 66.5 ჰექტარ ტერიტორიაზე სრულად განახლებული, მრავალფუნქციური და ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი სარეკრეაციო სივრცის შექმნას ითვალისწინებს.
20 თებერვალი 2026

შეხვედრა სოფელ ხამისკურის საჯარო სკოლის პედაგოგებთან

რევაზ სოხაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა და არსებული მდგომარეობა მათთან ერთად განიხილა.
20 თებერვალი 2026

სოფელ ხეთას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აქვს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
20 თებერვალი 2026

ხობში სპორტული კომპლექსის აშენება იგეგმება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან ერთად აგრძელებს რეგიონებში მიმდინარე პროექტების მონიტორინგსა და შესრულების ხარისხის შემოწმებას. მინისტრი სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმილი პროექტების დეტალები განიხილა.
20 თებერვალი 2026

სენაკში ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის მშენებლობა იგეგმება

სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის.
20 თებერვალი 2026

ფოთში დაგეგმილია 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ქალაქ ფოთში დაგეგმილი აქვს 9 აპრილის ხეივნის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს ხეივნის სრულ განახლებას და თანამედროვე, ფუნქციურად გამართული რეკრეაციული სივრცის ჩამოყალიბებას.
20 თებერვალი 2026

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.
19 თებერვალი 2026

ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ურბანული სივრცის შექმნას - რეკრეაციული ზონებით, გამწვანებითა და მოსახლეობის დასვენებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურით.