სიახლეები

20 ნოემბერი 2018

თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებელობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) გრანტით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია.
16 ნოემბერი 2018

გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე ტენდერები წლის ბოლომდე გამოაცხადდება, სხვა რეგიონებში კი - მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.
15 ნოემბერი 2018

საქართველოს რეგიონებში ცხოველთა თავშესაფრების მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი - მომავალ წელს. 2019 წელს თავშესაფრის აშენება ყველა რეგიონში იგეგმება.
13 ნოემბერი 2018

სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა ნოემბერში სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობას მიმდინარე წლის ნოემბერში ასრულებს.
12 ნოემბერი 2018

თოჯინების მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მზიურის პარკის ტერიტორიაზე სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა. შეხვედრაზე დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ კონკურსის გამოცხადებამდე გაცნობოდნენ პროექტის დეტალებს.
9 ნოემბერი 2018

თოჯინების მუზეუმის მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, 12 ნოემბერს, 14:00 საათზე ფონდში (მისამართი: აღმაშენებლის #150), მზიურის პარკის ტერიტორიაზე სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით ღია კარის დღეს გამართავს.
9 ნოემბერი 2018

მომავალი წლიდან ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ სრული რეაბილიტაცია იწყება

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ პროექტ „განახლებული მზიურის“ პრეზენტაცია გაიმართა. პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შენგელიასთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთ ერთად წარადგინა.
7 ნოემბერი 2018

ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდსაცდელი ცენტრის მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 6.5 მილიონი ლარია.
6 ნოემბერი 2018

დუშეთის ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთში ისტორიული ქუჩების რეაბილიტაცია იწყებს.
პროექტი ითვალისწინებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19, მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები.
5 ნოემბერი 2018

ახალი საბაგირო გზა, უამინდობისას, გადაადგილების პრობლემასაც მოაგვარებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია და ის 2018 წლის ბოლოს დასრულდება.