სიახლეები

1 ნოემბერი 2018

მუნიციპალური განვითარების ფონდი დევნილთა სახლების მშენებლობას იწყებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელ ტენდერები წინასწარ წარუდგინა.
ფონდი უახლოეს დღეებში ზუგდიდში და წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.
30 ოქტომბერი 2018

დევნილთა კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 ნოემბერს, 11 საათზე მულტიფუნქციურ სივრცე ,,ტერმინალში“, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღეს გამართავს
29 ოქტომბერი 2018

მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე, ახალი თანამედროვე სტანდარტების არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება და მისი ღირებულება 9 მილიონ ლარს აჭარბებს.
24 ოქტომბერი 2018

კასპში ტექნოპარკი და პროფესიული კოლეჯი შენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში ინოვაციური ცენტრის - ტექნოპარკის მშენებლობას იწყებს.
პროექტის ფარგლებში აშენდება ორ-სართულიანი ნაგებობა, სადაც განთავსდება სამუშაო და სასწავლო ოთახები, ე. წ. ფაბ-ლაბი, საკონფერენციო და დამხმარე სათავსოები, სამუშაო სივრცე. ასევე იგეგმება ღია ტერასის მოწყობა სხვადასხვა აქტივობისთვის, ტერიტორიის კეთილმოწყობა შემოღობვით, პარკირებითა და გამწვანებით.
23 ოქტომბერი 2018

შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები იწყებს. პროექტი ითვალისწინებს XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით.
15 ოქტომბერი 2018

ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მცხეთის მუნიციპალიტეტში, ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას.
13 ოქტომბერი 2018

აბასთუმანში 20 ოჯახის დროებით განსახლება განხორციელდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აბასთუმანში მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული სახლების, ასტროფიზიკური ობსერვატორიის და მიმდებარე საბაგირო გზის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი მოიცავს დაბა აბასთუმნის ისტორიულ ნაწილში განთავსებული 18 სახლის რეაბილიტაციას, რომელზე ჩასატარებელი სამუშაოები განსხვავდება სირთულითა და მასშტაბით.
3 ოქტომბერი 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, პალურის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3.5 მილიონ ლარს სცდება.
20 სექტემბერი 2018

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1.6 მილიონ ლარს აჭარბებს.
19 სექტემბერი 2018

წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, წალენჯიხა-ნაკიფუ-ლეწურწუმე-ჩხოროწყუს გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს სცდება.