სიახლეები
29 აგვისტო 2019
      ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა  და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით.
      
   27 აგვისტო 2019
      ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასასრულებლად სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. 
      
   27 აგვისტო 2019
      მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა წლის ბოლოს დასრულდება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკი დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია.
      
   24 აგვისტო 2019
      თბილისის მეტროს ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია. 
      
   23 აგვისტო 2019
      ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით  ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 19 მილიონი ლარია.
      
   22 აგვისტო 2019
      სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 32.5 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 560  დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.
      
   21 აგვისტო 2019
      ხაშურში სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6.1 მილიონი ლარია.
      
   18 აგვისტო 2019
      სამცხე-ჯავახეთში 10-ზე მეტი სკოლის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა ხორციელდება
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამცხე-ჯავახეთის სოფელ ზარზმისა და მოხეს სკოლების მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ზარზმისა და მოხეს სკოლებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განათლების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.
      
   16 აგვისტო 2019
      ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად გაეცნო.
      
   1 აგვისტო 2019
      ,,გადმოსახედების" ესკიზური პროექტების მომზადებაზე გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით გადმოსახედი მოედნების  მშენებლობას იწყებს. პროექტის მიხედვით, გადმოსახედები მოეწყობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სათანადოდ შერჩეულ ადგილებში - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ანდა გზების მიმდებარე, ტურისტულად მიმზიდველ ისეთ ადგილებში, საიდანაც  იშლება შორეული ხედები.
      
   








