სიახლეები
23 ივლისი 2018
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მძიმე ტექნიკა მუშაობს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ და შექმნილ ვითარებას ეცნობიან. ფონდი თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, მეორე, 6.8 კმ-იან მონაკვეთს აშენებს, საიდანაც მძიმე ტექნიკის ნაწილი სტიქიის ზონაშია გადაყვანილი.
22 ივლისი 2018
როშკა-არხოტის გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებს გადაადგილება უკვე შეუძლიათ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 28 კილომეტრიანი გზა მთლიანად გაიჭრა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ გადაადგილება.
22 ივლისი 2018
მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადება
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის პროექტირების და მშენებლობის ტენდერი შეწყდა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია იღებდა ვალდებულებას 26 მილიონ ლარად აეშენებინა 100 საწოლზე გათვლილი ინფექციური საავადმყოფო. შემოთავაზებული ფასი ეყრდნობოდა კომპანიის გათვლებს და არა დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რადგანაც სატენდერო პირობებით კომპანიას თავად უნდა შეექმნა საავადმყოფოს საპროექტო დოკუმენტაცია და აეშენებინა საავადმყოფო.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია იღებდა ვალდებულებას 26 მილიონ ლარად აეშენებინა 100 საწოლზე გათვლილი ინფექციური საავადმყოფო. შემოთავაზებული ფასი ეყრდნობოდა კომპანიის გათვლებს და არა დეტალურ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, რადგანაც სატენდერო პირობებით კომპანიას თავად უნდა შეექმნა საავადმყოფოს საპროექტო დოკუმენტაცია და აეშენებინა საავადმყოფო.
22 ივლისი 2018
კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულეს.
20 ივლისი 2018
ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულა.
18 ივლისი 2018
,,ბიზნეს სახლთან“ დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ,,ბიზნეს სახლთან“ დაკავშირებით ღია კარის დღე გამართა. პროექტის შესახებ დეტალურად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ისაუბრა.
,,ბიზნეს სახლის“ - ის მშენებლობა მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას. რაც გულისხმობს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.
,,ბიზნეს სახლის“ - ის მშენებლობა მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას. რაც გულისხმობს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას.
15 ივლისი 2018
,,ბიზნეს სახლთან" დაკავშირებით ღია კარის დღე იმართება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 18 ივლისს, 11 საათზე ,,Courtyard Marriott”-ში ,,ბიზნეს სახლის“ პროექტთან დაკავშირებით ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრის მიზანია, ,,ბიზნეს სახლის“ მშენებლობის სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირავლე და ეფექტიანი გახდეს.
15 ივლისი 2018
ბაკურიანში შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა დაიწყო. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.
11 ივლისი 2018
მსოფლიო ბანკი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას აგრძელებს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, მსოფლიო ბანკის (WB) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის (WB) მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
5 ივლისი 2018
ADB მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას აგრძელებს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებმა მიმდინარე და დეგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.