სიახლეები
3 ოქტომბერი 2023
ქალაქ რუსთავში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ რუსთავში მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
29 სექტემბერი 2023
დუშეთში ურბანული განახლების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთში ურბანული განახლების პროგრამას ახორციელებს
20 სექტემბერი 2023
საქართველო, 2025 წელს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს
ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყანას ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის წევრები სტუმრობენ. ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე ესწრებოდა.
13 სექტემბერი 2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლაში ივლიან.
11 სექტემბერი 2023
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში სხვადასხვა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს
პროექტები საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის დაფინანებით ხორციელდება და ჯამური ინვესტიცია 25.2 მილიონი ლარია.
სამუშაოები მოიცავს ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუჩებისა და არსებული შენობების რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას და სხვა.
სამუშაოები მოიცავს ბაკურიანის რეკრეაციულ პარკში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქუჩებისა და არსებული შენობების რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას და სხვა.
7 სექტემბერი 2023
მუნიციპალური განვითარების ფონდი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის 240 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელმა თამარ ქარდავამ სკოლის მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად დაათვალიერა.
6 სექტემბერი 2023
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში 114-ე საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს
პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.
5 სექტემბერი 2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის სკოლა მშენებლობამდე და მშენებლობის შემდეგ
პროექტი საქართველოს მთავრობა დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.6 მილიონი ლარია.
4 სექტემბერი 2023
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 900 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ასრულებს.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 4.3 მილიონი ლარია.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები.
1 სექტემბერი 2023
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიაში #12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სამტრედიაში #12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. ასევე, დასრულების ეტაპზეა ქუთაისის #9 და #14 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.