სიახლეები
5 თებერვალი 2019
      მცხეთის გენგეგმის შემუშავებისთვის გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის) შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შესწავლა-შეფასება დაასრულა. 
      
   21 იანვარი 2019
      2019 წელს სკოლების მშენებლობა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელი ტენდერები წინასწარ წარუდგინა.
      
   19 იანვარი 2019
      კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა გაიხსნა
კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგირო გზა 7 კმ-ზე მეტია და იგი საათში 2800 მგზავრს მოემსახურება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მარშრუტი ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს, მის გარშემო  სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი. საინჟინრო კუთხით ერთ-ერთი ურთულესი პროექტის განხორციელებას ერთი წელი დასჭირდა, აშენდა 111 გონდოლიანი 3 საბაგირო გზა, რომელიც 6 სადგურის მეშვეობით კობიდან გუდაურის საბაგირო სისტემას უკავშირდება. 
      
   3 იანვარი 2019
      მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება დასრულდა.
      
   31 დეკემბერი 2018
      მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2018 წელს 54 პროექტი დაასრულა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2018 წელს დაასრულა 54 პროექტი და დაიწყო  70 პროექტი. დასრულებულ პროექტებს შორისაა ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა, გზის ეს ურთულესი მონაკვეთი ევროპული სტანდარტით აშენდა, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების თანამედროვე სისტემები და დასრულდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები, ოზურგეთში აშენდა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, რეაბილიტირდა დუშეთის ცენტრალური პარკი, ფაქტობრივად  დასრულდა კობი-გუდაურის 7 კმ-ზე მეტი სიგრძის საბაგირო გზის მშენებლობა და სხვა. 
      
   14 დეკემბერი 2018
      ხაშურში სტადიონის მშენებლობა იწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხაშურში, საერთაშორის სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობას იწყებს. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.
      
   4 დეკემბერი 2018
      ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება.
      
   27 ნოემბერი 2018
      სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტ-კომპლექსი გაიხსნა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარმა და კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა სოფელ მატანში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი გახსნეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა და მისი ღირებულება 1.5 მილიონი ლარია.
      
   27 ნოემბერი 2018
      გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა  სოფელ ატოცში ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ფონდი გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენის პროექტს ახორციელებს. 
      
   23 ნოემბერი 2018
      მცხეთის გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის კონკურსი უკვე გამოაცხადა.  
      
   










