სიახლეები
18 სექტემბერი 2015
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ციხისძირში ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა
სოფელ ციხისძირის 180 აღსაზრდელი ახალი სასწავლო წლიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ ბაგა-ბაღში შეძლებს სიარულს. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 548 300,06 ლარია. რეაბილიტირებული ბაღი დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანთან ერთად დაათვალიერა. მნიშვნელოვანია, რომ ბაგა-ბაღი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის სრულად ადაპტირებულია.
16 სექტემბერი 2015
წაღვერსა და ლიკანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წაღვერსა და ლიკანში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა მოინახულეს.
15 სექტემბერი 2015
ბოდბე - ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზა გაიხსნა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბე -ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2 831 384,37 ლარია. რეაბილიტირებული გზა, რომელიც 6 სოფელს აკავშირებს დაბა წნორთან დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, მისმა პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს.
27 აგვისტო 2015
წყალტუბოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ქალაქ წყალტუბოს სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 40. 68 მლნ. ლარია. პროექტის საბოლოო დეტალებზე მუშაობის მიმდინარეობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში აჰმედ აივეიდა და წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი დაესწრნენ.
25 აგვისტო 2015
მუნიციპალიტეტებს სანაპირო ზოლის დასასუფთავებელი ტექნიკა გადაეცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს 13 ერთეული სანაპირო ზოლის დასასუფთავებელი სპეცტექნიკა გადასცა. ტექნიკა, რომელიც ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა 2 100 380.55 ლარის ღირებულებისაა. სპეცტექნიკა ხელს შეუწყობს შავი ზღვის, კერძოდ, ურეკის, ანაკლიისა და ფოთის, შეკვეთილისა და გრიგოლეთის სანაპირო ზოლის, დასუფთავებას და ადგილზე სამუშაოების ეფექტურად განხორციელებას.
24 აგვისტო 2015
მგფ-ი KFW-ს დაფინანსებით 50 დევნილ ოჯახს სახლს გადასცემს
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (სსიპ) აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 400 000 ევროს ღირებულების სახლებს შეიძენს. აღნიშნულ სახლებს დევნილთა და განსახლების სამინისტრო სპეციალური კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს.
19 აგვისტო 2015
გელათის მონასტერთან ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვთარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გელათის მონასტრის სარესტავრაციო- საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ჯუანშერ ბურჭულაძე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე და მსოფლიო ბანკის, მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში - აჰმედ აივეიდა გაეცნენ. გელათის სატრაპეზოში, საზედამხედველო კომპანია „ეპტისამ“ გამართა პრეზენტაცია, სადაც საუბარი იყო იმერეთის რეგიონში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინტეგრირებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე.
18 აგვისტო 2015
უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - ჯუანშერ ბურჭულაძე,ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში - აჰმედ აივეიდა გაეცნენ.
13 აგვისტო 2015
თელავის მუნიციპალიტეტსა და სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი, თელავის მუნიციპალიტეტსა და სოფელ კურდღელაურში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქათველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 7,052,133 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერეს.
12 აგვისტო 2015
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი - რუსთავის 17,4 კმ -იანი ავტომაგისტრალის მშენებლობას ახორციელებს. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდება. პროექტის ღირებულება 96 685 218.40 ლარია. სამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა.