სიახლეები

29 ივნისი 2015

სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს, „ქვევრის სახლი“-ს მშენებლობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობას ახორციელებს. დღეს იმ ტერიტორიაზე, სადაც „ქვევრის სახლი„ უნდა აშენდეს კაფსულა ჩაიდო, ალავერდის მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა კი სამშენებლო მოედნის საძირკველი აკურთხა. ქვევრის სკოლა-სახელოსნო იყალთოს მონასტერთან ახლოს შენდება და მისი ღირებულება 2 290366,37 ლარია. მშენებლობა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის განხორციელების მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება.
8 ივნისი 2015

ლისის ტბაზე 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია დარჩიაშვილმა შეამოწმა. პროექტის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება. აღსანიშნავია, რომ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები წინსწრებით მიმდინარეობს.
5 ივნისი 2015

5 კილომეტრიანი ახალი გზით 6 სოფლის მოსახლეობა სიღნაღისა და წნორის ცენტრს დაუკავშირდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულება 2 831 384,37 ლარია, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებზე 80 -ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა.
4 ივნისი 2015

წნორის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი , ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით, დაბა წნორის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილია დარჩიაშვილმა დაათვალიერა და სამუშაოების ხარისხი შეამოწმა. პროექტის ღირებულება - 8 318605,92 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 35 ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. დაბა წნორის მოსახლეობის 50%-ს წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდება, ხოლო მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს წყალი გრაფიკით აქვს. პროექტის დასრულების შედეგად წნორის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი 24 საათის განმავლობაში ექნება.
2 ივნისი 2015

სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს „ქვევრის სახლის“ მშენებლობა დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 2 290366,37 ლარია და ის მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამუშაოების დაწყებას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ილია დარჩიაშვილი ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე დავით მახარაძესთან ერთად დაესწრო. პროექტის მიზანია ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება. გარდა ამისა, სკოლა-სახელოსნოში ახალ თაობას შესაძლებლობა ექნება, შეისწავლოს ქვევრის დამზადების წესი და შენარჩუნებულ იქნეს უძველესი ტრადიციები. რაც ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების რაოდენობის გაზრდას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
1 ივნისი 2015

მუნიციპალური განვითარების ფონდი სოფელ სიონში ახალ ბაგა-ბაღს აშენებს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას ახორციელებს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ სიონის აღსაზრდელები ახალ, ინფრასტრუქტურულად გამართულ ბაღში შეძლებენ სიარულს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 145999,98 ლარია. პროექტის განხორციელების შემდეგ ბაღში 30 აღსაზრდელი შეძლებს სიარულს. ამჟამად სოფელში ბაგა- ბაღი საერთოდ არ არსებობს, რაც მოსახლეობისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მშენებლობის დასრულების შემდეგ აღნიშნული პრობლემა სრულად მოგვარდება.
22 მაისი 2015

მგფ-ის დირექტორი ილია დარჩიაშვილი აზიის განვითარების ბანკის მიწვევით მანილაში იმყოფება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ილია დარჩიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი გურგენიძე აზიის განვითარების ბანკის მიწვევით მანილაში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ფონდის დირექტორი და მერის მოადგილე ,,ცოდნის პარტნიორობის კვირეულში" იღებენ მონაწილეობას. აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული პარტნიორობის კვირეული ბანკსა და ქართულ მხარეს შორის გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვას და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზანად.
22 მაისი 2015

შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თენგიზ შერგელაშვილმა სტუმრებს პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების, ასევე დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
20 მაისი 2015

მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომუშავე მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემა დროულად და კანონის ფარგლებში მოგვარდეს. აქვე, გაცნობებთ, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ დასაქმებული მუშების ხელფასის მომატების საკითხი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გადაწყვიტოს, სიმართლეს არ შეესაბამება.
13 მაისი 2015

მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ილია დარჩიაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენელს საქართველოში ჯორჯია კუციანას შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.