სიახლეები
22 მაისი 2015
მგფ-ის დირექტორი ილია დარჩიაშვილი აზიის განვითარების ბანკის მიწვევით მანილაში იმყოფება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ილია დარჩიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი გურგენიძე აზიის განვითარების ბანკის მიწვევით მანილაში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ფონდის დირექტორი და მერის მოადგილე ,,ცოდნის პარტნიორობის კვირეულში" იღებენ მონაწილეობას. აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული პარტნიორობის კვირეული ბანკსა და ქართულ მხარეს შორის გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვას და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზანად.
22 მაისი 2015
შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებთან
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თენგიზ შერგელაშვილმა სტუმრებს პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების, ასევე დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
20 მაისი 2015
მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომუშავე მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე დასაქმებული მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ფონდისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემა დროულად და კანონის ფარგლებში მოგვარდეს. აქვე, გაცნობებთ, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ დასაქმებული მუშების ხელფასის მომატების საკითხი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გადაწყვიტოს, სიმართლეს არ შეესაბამება.
13 მაისი 2015
მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ილია დარჩიაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენელს საქართველოში ჯორჯია კუციანას შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი საქვეუწყებო ორგანიზაციები ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
7 მაისი 2015
მგფ-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პეტრე-პავლეს სახელობის მონასტერთან მისასვლელი 1,5 კმ -იანი ქვაფენილის გზა დააგო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში პეტრე-პავლეს სახელობის მონასტერთან მისასვლელი 1,5 კმ-იანი ქვაფენილის გზა დააგო. ბოლნისში, ელიას მთაზე, მონასტრის მშენებლობა 7 წლის წინ დაიწყო, მაგრამ მონასტრამდე მისასვლელი გზა ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის ღირებულება 312456,36 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ახლად დაგებული გზა დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან ერთად გახსნა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.
6 მაისი 2015
მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაციას განახორციელებს
თელავში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა ერეკლე მეორის სასახლისა და მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა გამართეს. სარეაბილიტაციო პროექტების დეტალური კონცეფცია მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა წარადგინა. სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად განხორციელებისათვის საბოლოო პროექტის განხილვა ექპსერტებსა და დაინტერესებულ მხარეებთან ფონდის ინიციატივით მხოდა. რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის განხორციელების მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამარშრუტო წრედის განვითარებას კახეთის რეგიონში.
3 მაისი 2015
ტყის აღდგენის მიზნით მგფ-მა წყალტუბოს სოფელ ცხუნკურში 343 ძირი იფნის ნერგი დარგო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში, კერძოდ ცხუნკურის სატყეო უბანზე 343 ძირი 4 წლის იფნის ნერგი დარგო. ტყის აღდგენის აქციაში მონაწილეობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ფონდის თანამშრომლებთან ერთად მიიღო. ფონდის აქციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი წყალტუბოს #1 და #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეუართდა.
2 მაისი 2015
დევნილთათვის განკუთვნილ 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა
ფოთის მუნიციპალიტეტში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა.
რეაბილიტირებული კორპუსები დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ერთად დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
რეაბილიტირებული კორპუსები დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ ერთად დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.
1 მაისი 2015
რეგიონებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის საქართველომ 5 მლნ აშშ დოლარის გრანტი მიიღო
დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ილია დარჩიაშვილი, აღნიშნული გრანტის განკარგვას სწორედ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
30 აპრილი 2015
შეხვედრა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თორნიკე თორაძეს, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) პროექტის მენეჯერს კრისტოფ იზენმანმსა და “GOPA კონსალტინგის“ სათავო ოფისის მენეჯერს რაინერ რიჰას შეხვდნენ.