სიახლეები

22 მარტი 2014

დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ცენტრალურ ოფისსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროში შეხვედრები გამართეს.
19 მარტი 2014

დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი ქართულ-გერმანულ ბიზნეს-ფორუმს დაესწრნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტში გამართულ ქართულ-გერმანულ ბიზნეს-ფორუმს დაესწრნენ.
17 მარტი 2014

დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიაში გაემგზავრნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, გერმანიაში ხუთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციაში, ასევე, შედიან ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვადასხვა ქართული კომპანიების წარმომადგენლები.
14 მარტი 2014

თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება

თბილისიდან რუსთავამდე გზა, ახალი ავტომაგისტრალის აშენების შემდეგ, 15 წუთში დაიფარება, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე თემურ მურღულია, ჩინეთის ელჩი იუე ბინი, ჩინეთის კონსული და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები.
12 მარტი 2014

დავით ნარმანია და თეიმურაზ მურღულია კვიპროსში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ კვიპროსში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან, თეიმურაზ მურღულიასთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო ობიექტებს ეწვია და მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
11 მარტი 2014

დავით ნარმანია და თეიმურაზ მურღულია ოფიციალური ვიზიტით კვიპროსში გაემგზავრნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თემურ მურღულიასთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კვიპროსში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
7 მარტი 2014

მგფ-ი რამდენიმე მუნიციპალიტეტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დაიწყებს

ბოლნისში, გორში, ქარელში, ხაშურში, თეთრიწყაროში, გარდაბანში, ახმეტასა და თელავში საგზაო და წყალმომარაგების პროექტები განხორციელდება. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პროექტებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში ჭაბურღილისა და წყლის გამანაწილებელი სადაწნევო რეზერვუარების მშენებლობა დაიწყება, ხოლო ქალაქ ბოლნისში სანიაღვრე არხი მოეწყობა.
6 მარტი 2014

მგფ-ი ფახულანიდან საბერიომდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას განახორციელებს

დღეს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ფახულანის თემის ცენტრიდან სოფელ საბერიოს საზღვრამდე არსებული შიდასახელმწიფოებრივი და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე, აღნიშნულ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
6 მარტი 2014

მგფ-ი წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციას იწყებს

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებით მიიღო. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლს რეაბილიტაცია სრულად ჩაუტარდება. რეაბილიტირდება კვარცხლბეკი, მოხდება მისასვლელი კიბეების რეკონსტრუქცია და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
6 მარტი 2014

საქართველოს მთავრობამ მიუსაფართა თავშესაფრის პროექტი დაამტკიცა

მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის პროექტი მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ წარადგინა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 754 424 ლარი იქნება.