სიახლეები
27 იანვარი 2014
შეხვედრა არასამთავრობო სექტორისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
10 იანვარი 2014
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ ასზე მეტი პროექტი განიხილა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 2014 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი 100-ზე მეტი პროექტი განიხილეს. პროექტები თავად მუნიციპალიტეტებმა შეიმუშავეს და მათი პრიორიტეტულობაც თავადვე განსაზღვრეს. კომისიამ მიღებული განაცხადების უმეტეს ნაწილს დადებითი რეკომენდაცია გაუწია, რამდენიმე პროექტი კი დამატებით შესწავლას საჭიროებს. განხილული პროექტების საერთო ღირებულება 36 მილიონ ლარამდეა, საიდანაც სამუშაოებისთვის 35,5 მილიონი ლარია, ხოლო 500 ათასი ლარი პროექტირების თანხაა.
9 იანვარი 2014
არხოტსა და შქმერში ახალი გზები გაივლის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2014 წელს ორი ახალი გზის მშენებლობას იწყებს. არხოტში მუნიციპალური განვითარების ფონდი 25-კილომეტრიანი გზას გაჭრის. გზა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს ერთმანეთს დააკავშირებს. სამუშაოები 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ამ დრომდე იქ მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებს, რომლებმაც მხარე უგზოობისა და პირობების არქონის გამო დატოვეს, საკუთარ სახლში მისვლა, პრაქტიკულად, არ შეუძლიათ. საავტომობილო გზის გაჭრის შემდეგ მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა უკვე 32 ოჯახმა გამოთქვა.
9 იანვარი 2014
იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 15 ახალი კორპუსი აშენდება
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერას 2014 წელსაც გააგრძელებს და ამისათვის 50 მილიონ ლარს დახარჯავს.
6 იანვარი 2014
უწყებათაშორისმა კომისიამ მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები ადამიანებისთვის პირობების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს მიუსაფართა პრობლემების მოგვარებაზე მომუშავე უწყებათშორისო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებოდა.
4 იანვარი 2014
შეხვედრა „საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრის“ წარმომადგენლებთან
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან „საერთაშორისო ვაჭრობის საკონსულტაციო ცენტრის” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილეები – გიორგი სოლომონია და გიორგი ამაშუკელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მისი მოადგილე თეიმურაზ მურღულია, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
30 დეკემბერი 2013
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
2013 წელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოწვევების წელი იყო. მიუხედავად არაერთი პრობლემისა და სირთულისა,რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვახვედრა, ვფიქრობთ, სამინისტრომ ამ სირთულეებს წარმატებით გაართვა თავი. არაერთი პროექტის გადახედვა მოგვიწია, ხოლო ათზე მეტი საქმე სამართალდამცავ ორგანოებში გადავაგზავნეთ.
21 დეკემბერი 2013
მგფ-მა ზესტაფონში დევნილებისთვის 4 კორპუსის რეაბილიტაცია დაასრულა
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ და მისმა მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა , მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორმა სტივენ ჰეიკენმა ზესტაფონში 134 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
20 დეკემბერი 2013
ნარმანია და ხოკრიშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდნენ
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს კლაუს გერჰაუზერს შეხვდნენ.
20 დეკემბერი 2013
ADB-იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მესამე ტრანში დაამტკიცა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეთანხმებებს. ხელშეკრულებებს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს გერჰაუზერმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა.