სიახლეები
20 ნოემბერი 2013
მგფ-მა ქარელში 56 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა როი პლაკნეტმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქარელში 56 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
12 ნოემბერი 2013
მგფ-მა, ლტოლვილთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა მარნეულში დევნილებისთვის რეაბილიტირებული კორპუსი გახსნეს
დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მარნეულში 24 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.
5 ნოემბერი 2013
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაასრულა
მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის კიდევ ერთი 20 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა.
29 ოქტომბერი 2013
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის დევნილთა სახლების რეაბილიტაცია დაასრულა
ვანის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებული პირთათვის კიდევ ერთი 40 ბინიანი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა.
28 ოქტომბერი 2013
მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფოთში ორი კორპუსი ააშენა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოთში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით (KFW) იძულებით გადააადგილებულ პირთათვის 4 სართულიანი ახალი კორპუსი ააშენა, ყოფილი სასტუმრო აიეტის 9 სართულიან კორპუსში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. ჯამში ახალი კორპუსის აშენებისა და სასტუმროს რებილიტაციის შედეგად 104 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცემათ. ფოთის მუნიციპალიტეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მშენებლობა გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით განხორციელდა.
17 სექტემბერი 2013
წყალტუბოში დევნილებისთვის რეაბილიტირებული კორპუსი გაიხსნა
17 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და იძულებით გადაადილებულ პირთა საცხოვრებლის რეაბილიტაციის ფარგლებში,იძულებით გადაადგილებული პირებისთვის კიდევ ერთი რეაბილიტირებული სახლი გაიხსნა.
11 სექტემბერი 2013
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულმა III საერთშორისო კონფერენციამ – „საავტომობილო გზები და მიწისქვეშა კომუნიკაციები“, დღეს მუშაობა დაიწყო. კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ გახსნა.
29 აგვისტო 2013
სურამის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია
29 აგვისტოს ხაშურის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა სურამის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მინისტრის მოადგილესთან და მგფ-ის დირექტორთან ერთად, სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.ხაშურის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB-ის) დაფინანსებით დაბა სურამში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 5,362,918.54 ლარია.
26 აგვისტო 2013
ონის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია
ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ქალაქ ონის წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მინისტრთან და მგფ-ის დირექტორთან ერთად სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.
20 აგვისტო 2013
სართიჭალის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მგფ-ის დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარდაბანში წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.