განცხადებები

29 სექტემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: ადიგენი
დონორი: WB

დაბა აბასთუმნის ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაცია, ადიგენის მუნიციპალიტეტი

2017 წლის 5 სექტემბერს 16:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში, რუსთაველის ქ. #40 -ში გაიმართება ქვე-პროექტის „დაბა აბასთუმნის ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაცია“ განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვა.

16 აგვისტო 2017
მუნიციპალიტეტი: ბორჯომი
დონორი: WB

ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

2017 წლის 18 აგვისტოს 13:00 საათზე, დაბა ბაკურიანში ბორჯომის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის ოფისში (მის: დაბა ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის ქ. N1) გაიმართება ქვე-პროექტის „ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია“ გარემოსდაცვითი მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
21 ივლისი 2017
მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი
დონორი: WB

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი - “ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია”, ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრულ რეაბილიტაციას.
21 ივლისი 2017
მუნიციპალიტეტი: წყალტუბო
დონორი: WB

წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

„ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტის ფარგლებში“, რომელიც ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და მსოფლიო ბანკის დახმარებით, დაგეგმილია წყალტუბოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა (წარმადობით 6171 მ3/დღე-ღამეში), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის სამხრეთით.
17 ივლისი 2017
მუნიციპალიტეტი: დუშეთი
დონორი: WB

ანანურის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ქვე-პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმისა და გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტების საჯარო განხილვა

2017 წლის 21 ივლისს 12:00 საათზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ანანურის საჯარო სკოლაში გაიმართება ანანურის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ქვე-პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმისა და გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტების საჯარო განხილვა.
14 ივლისი 2017
მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი
დონორი: WB

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა

2017 წლის 19 ივლისს 12:00 საათზე, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზი (მისამართი: ქ. ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზ. N45) გაიმართება ქვე-პროექტის - „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა.

7 ივლისი 2017
მუნიციპალიტეტი: თელავი
დონორი: WB

თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისა და ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

„ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის პროექტის ფარგლებში“, რომელიც ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და მსოფლიო ბანკის დახმარებით, დაგეგმილია თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა (წარმადობით 14 400 მ3/დღღ), თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარედ.
28 ივნისი 2017
მუნიციპალიტეტი: ფოთი
დონორი: ADB

საინფორმაციო შეხვედრა მოსახლეობასთან და დაინტერესებულ პირებთან

მდ. რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობისა და ქ.ფოთში შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტის თაობაზე
28 აპრილი 2017
მუნიციპალიტეტი: ქობულეთი
დონორი: WB

ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია ქალაქ ქობულეთში

ქვე-პროექტი - “ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია ქალაქ ქობულეთში”, ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMIDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქ. ქობულეთში, ზღვის სანაპირო ზოლში, არსებული ძველი კედლის დემონტაჟს, სანაცვლოდ ახალი 1900 მეტრი სიგრძის ნაპირსამაგრი საფეხურებიანი კედლის მოწყობას და ასევე ბულვარის ტერიტორიის კეთილმოწყობას.
25 აპრილი 2017
მუნიციპალიტეტი: ქობულეთი
დონორი: WB

ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია ქალაქ ქობულეთში

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა