განცხადებები

6 ნოემბერი 2018
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და განსახლების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების საჯარო განხილვა

ა. წ. 14 ნოემბერს (ოთხშაბათი), 13:00 სთ-ზე, ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ, თბილისი, მიცკევიჩის ქ. N29) გაიმართება “ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მარჯვენა სანაპიროს გზაჯვარედინის მოწყობის” პროექტის ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და განსახლების საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტების საჯარო განხილვა.
9 აგვისტო 2018
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

განცხადება

2018 წლის 16 აგვისტოს დღის 9 საათსა და 30 წუთზე ფონიჭალის დასახლებაში 12 ვგ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას მოსახლეობასთან, სადაც განიხილება ინდუსტრიულ ზონაში დაგეგმილი საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.
16 ივლისი 2018
მუნიციპალიტეტი: თელავი
დონორი: WB

შპს „წინანდლის მამულების საკუთრებაში არსებული ობიექტისთვის ელექტრო მომარაგების უზრუნველყოფა

ქვე-პროექტი განხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს, შპს “წინანდლის მამულების“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის ელექტრო მომარაგებით უზრუნველყოფას.
11 ივნისი 2018
მუნიციპალიტეტი: ხაშური
დონორი: WB

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა ქვე-პროექტისათვის სტადიონის რეაბილიტაცია ხაშურში

2018 წლის 12 ივნისს 12:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში (მისამართი: ქ. ხაშური, ტაბიძის ქუჩა N2) გაიმართება ქვე-პროექტის - ხაშურის სტადიონის რეაბილიტაცია“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
1 ივნისი 2018
მუნიციპალიტეტი: წყალტუბო
დონორი: WB

ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა ქვე-პროექტისათვის - "შადრევნის რეაბილიტაცია წყალტუბოს პარკში"

2018 წლის 8 ივნისს 14:30 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში (მისამართი: ქ. წყალტუბო რუსთაველის ქუჩა N25) გაიმართება ქვე-პროექტის - შადრევნის რეაბილიტაცია წყალტუბოს პარკში“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა.
11 მაისი 2018
მუნიციპალიტეტი: გარდაბანი
დონორი: WB

ქვეპროექტის - "გარდაბნის სოფლების წყალმომარაგების სისტემის განახლება და რეაბილიტაცია (ფაზა 2)", ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა

2018 წლის 15 მაისს 14:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში (მისამართი: ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის ქუჩა N73) გაიმართება ქვე-პროექტის - „გარდაბნის სოფლების წყალმომარაგების სისტემის განახლება და რეაბილიტაცია (ფაზა 2)“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური ანგარიშვალდებულების საჯარო განხილვა.
20 მარტი 2018
მუნიციპალიტეტი: ნინოწმინდა
დონორი: WB

სოფელ ეშტიას გზის რეაბილიტაცია ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2018 წლის 22 მარტს, 14:00 საათზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ეშტიას ახალგაზრდული სასწავლო ცენტრის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის - „სოფელ ეშტიას გზის რეაბილიტაცია“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა საჯარო განხილვა.

8 თებერვალი 2018
მუნიციპალიტეტი: ქუთაისი
დონორი: WB

გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია

წარმოდგენილი ქვე-პროექტი არის მეორე ფაზა პროექტისა - გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც ხორციელდებოდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული განვითარების მეორე პროგრამის ფარგლებში.
5 თებერვალი 2018
მუნიციპალიტეტი: ტყიბული
დონორი: WB

მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა

ქვე-პროექტი - „მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობა“, ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული განვითარების პროგრამის (RDP 2) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას, ახალი ავტოსადგომის ზონის მოწყობას, საკომუნიკაციო სისტემის (ელექტრო მომარაგება, წყალ-კანალიზაცია) რეაბილიტაციას, არსებული ვიზიტორთა ცენტრის შენობის რეაბილიტაცია და სხვ.
29 იანვარი 2018
მუნიციპალიტეტი: რუსთავი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 31 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით, განხორციელდება რუსთავის გზატკეცილი, N6 კორპუსის დემონტაჟი. დამატებითი კითხვებისა და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს.