მარნეულის #3 ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია

24 აგვისტო 2015

ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს ქ. მარნეულში, 26 მაისი ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღის სრულ რეაბილიტაციას, კერძოდ სახურავის, კარ-ფანჯრების, იატაკებისა და შიდა და გარე ფასადების რემონტს. ქვე-პროექტს ექნება გრძელვადიანი დადებითი ზემოქმედება სოციალურ გარემოზე, კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება ახალი კომფორტაბელური საბავშვო ბაღის შენობით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. 

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

 

             მარნეულის N3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცის პროექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმა