საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სოფელ ღრელიდან საფარას მონასტრამდე (ახალციხის მუნიციპალიტეტი) - ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგი და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა

15 ოქტომბერი 2015

ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელიდან საფარას მონასტრამდე.

სარეაბილიტაციო გზა იწყება სოფელ ღრელიდან, გადის სასოფლო-სამეურნეო მიწების გასწვრივ (სახნავ-სათესი მიწები), ბუჩქნარითა და ტყით დაფარულ ფერდობებზე და მთავრდება საფარას მონასტრის შესასვლელთან. გზის სრული სიგრძეა 7222მ. დღეის მდგომარეობის გზის საფარი ძლიერ დაზიანებულია.

ქვე-პროექტის განხორციელების შემდეგ შემცირდება გზის ოპერირებისა და მოვლა-შენახვის ხარჯები, გაიზრდება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოება; შემცირდება ჯანმრთელობისთვის საზიანო გამონაბოლქვის გამოყოფა და საწვავის მოხმარება. აღნიშნული გააუმჯობესებს სატრანსპორტო პირობებს და ხელს შეუწყობს რეგიონისადმი ტურისტთა ინტერესის ზრდას.  ტურისტთა გაზრდილი ნაკად თავისთავად განაპირობებს დადებით სოციალურ ზეგავლენას ადგილობრივ მოსახლეობაზე. კერძოდ, ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობისათვის დასაქმების შესაძლებლობებს და შესაბამისად, მოიმატებს მათი შემოსავალიც.

 

დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ ლინკზე:

 


გმგ-საფარას გზა