სოფელ გერგეთში მისასვლელი საავტომობილო გზისა და გერგეთის სამებასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის რეაბილიტაცია

19 აგვისტო 2016

ქვე-პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც იწყება დაბა სტეფანწმინდაში მდინარე თერგზე არსებული საავტომობილო ხიდის მარცხენა სანაპიროდან და გადის სოფელ გერგეთში.  ქვე-პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა გერგეთის სამებისაკენ მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი, სადაც ციცაბო ადგილებში მოეწყობა ბუნებრივი მასალის საფეხურები, ხის დასასვენებელი მერხები და განთავსდება მაჩვენებელი ნიშნები.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

 

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

 

 

 

 EMP_Gergeti road_ge