“თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის (მე-2-ე მონაკვეთი) მოდერნიზაციის პროექტი – SUTIP 3”

10 ნოემბერი 2017
მუნიციპალიტეტი: თბილისი
დონორი: ADB

თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის  (მონაკვეთი 2)” პროექტისთვის, სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტი მინიჭებულ იქნა 2016 წლის 12 დეკემბერს, ხოლო 2017 წლის 28 თებერვალს გაიგზავნა სამუშაოების დაწყების შესახებ შეტყობინება,  რომლითაც კონტრაქტორს მიეცა საპროექტო არეალში შესვლის უფლება.  

 

ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების ექვსმა ჯგუფმა, რომლებიც ფონიჭალის მაცხოვრებლებს წარმოადგენენ, SUTIP 3-ის ფარგლებში ორი საჩივარი გაუგზავნა  OSPF-ს და საჩივრების განხილვის ოფისს  (OCRP). საჩივრებში ეს პირები ირწმუნებიან, რომ ისინი არ იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულნი კონსულტაციების გზით პროექტის ზემოქმედების  თაობასა და  შემოთავაზებულ შემარბილებელ ღონისძიებებზე.  

 

CRP-მა მიიჩნია, რომ პროექტი ექვს ასპექტში იყო შეუსაბამო: (i) ხმაურის ზემოქმედება, (ii) ვიბრაციის ზემოქმედება, (iii) ზემოქმედება მოწყვლად ჯგუფებზე, (iv) ზემოქმედება წყალზე და მდინარის ეკოლოგიაზე, (v) კონსულტაციები, და (vi) პროექტის გარემოსდაცვითი კატეგორიზაცია.

 

2017 წლის 30 ივნისს, ADB-ის საბჭომ დაამტკიცა  ‘გამოსასწორებელ ქმედებათა გეგმა’, რათა რეაგირება მოეხდინა OCRP-ში შემოსულ საჩივარზე  და შესაბამისობის მდგომარეობაში  დაებრუნებინა პროექტი. სამოქმედო გეგმის პირველ საფეხურებს წარმოადგენდა ხმაურთან, ვიბრაციასთან და მდინარის ეკოლოგიაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული კვლევებისა და ასევე, მიზნობრივი კონსულტაციების ჩატარება.

 

პროექტის შესაბამისობის  აღსადგენად და CRP-ის ანგარიშის დასკვნების პასუხად,  ADB-მა და მგფ-მა გადაწყვიტეს ინტეგრირებული მიდგომის განხორციელება, რაც მოიცავს  ხმაურის ზემოქმედების და მდინარის ეკოლოგიაზე ზემოქმედების დამატებით კვლევას და ასევე განმეორებით მიზნობრივ კონსულტაციებს  თემის დონეზე, განსაკუთრებული აქცენტით მოწყლვად ჯგუფებზე.  

 

ყველა კვლევა დასრულებულია. ამ კვლევების დასკვნების საფუძველზე განსაზღვრული იქნა შემამსუბუქებელი ზომების ვარიანტები. მგფ-ს პატივი აქვს წარმოგიდგინოთ  ყველა დამატებითი ტექნიკური კვლევა, რომელიც მგფ-სა და   ADB-ის შორის შეთანხმებული შემამსუბუქებელი ზომების გეგმის მოთხოვნების შესაბამისად  ჩატარდა:

 

1. “ხმაურის მოდელირება თბილისი-რუსთავის გზისათვის (მონაკვეთი 2)”;

2. “ვიბრაციის გარემოზე ზემოქმედების კვლევა და საცხოვრებელი სახლების დინამიკური იდენტიფიკაცია”;

3. დამატებითი დავალება 2: გზისა და ხმის ჩამხშობი ეკრანების მშენებლობასთან დაკავშირებული ვიბრაციის ზემოქმედების მოდელირების ციკლი ფონიჭალაში მდებარე  9 საცხოვრებელი სახლისათვის”;

4. მდინარე მტკვრის ეკოლოგიური სენსიტიურობა და მონაკვეთის 2 ზემოქმედება     მდინარის ბიომრავალფეროვნებაზე”.

 

შენიშვნა: ქართულ ენაზე შესრულებული წინამდებარე თარგმანები მიახლოებითია, არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც მტკიცებულება. ტექსტში არსებული უზუსტობების ან შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, თარგმანი უნდა გადამოწმდეს დედანთან, რომელიც შესრულებულია ინგლისურ ენაზე და ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ- მისამართზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=en&site-path=documents/&id=355

 

 

REPORT 13 04 PHONICHALA_ dynamic tests - GEO-Last

 

ხმაურის დამატებითი კვლევა -მოკლე

 

GEO- Ecological Sensitivty of Mtkvari Riv FINAL

 

Vibration Task 2-GEO