დოკუმენტები

29 ივნისი 2015

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)

ქ. თელავის საკანალიზაციო მთავარი მაგისტრალის რეაბილიტაცია

ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
25 ივნისი 2015

ქვე-პროექტი: თეთრიწყაროს შიდა გზების და ხიდების რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს თაყაიშვილის (470 მ.), ტაბიძის (422 მ.), თუმანიანის (667 მ.), გიორგი ბრწყინვალეს (1124 მ.), კოსტავას (300 მ.) , ხერგიანის (300 მ.), და თრიალეთის (165 მ.), ქუჩების რეაბილიტაციას ქალაქ თეთრიწყაროში, საერთო სიგრძით 3448 მ. ასევე ქვე-პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება დაბა მანგლისში სამი წყალგამტარი მილხიდის რეაბილიტაცია. ქვე-პროექტს ექნება დადებითი გრძელვადიანი ზეგავლენა, გააუმჯობესებს რა ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ და ტრანსპორტირების პირობებს. ქვე-პროექტის განხორციელების შედეგად ასევე შემცირდება მოსახლეობაზე ზემოქმედების არსებული უარყოფითი ფაქტორები, როგორიცაა მტვერი, ემისიები, ვიბრაცია და ხმაური.
23 ივნისი 2015

თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – მესამე მონაკვეთის მეორადი გზის, მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა (LARP)

მეორადი გზის მშენებლობის მიზანია, მოსახლეობისათვის იყოს მოსახერხებელი და კომფორტული, ამჟამინდელი საგზაო სისტემა გახადოს მდგრადი იმ მონაკვეთებში, სადაც არსებული მეორადი გზა არ უკავშირდება თბილისი-რუსთავის გზატკეცილს. (პკ 10.5 პკ. 17.00)
23 ივნისი 2015

განცხადება ღია კარის დღესთან დაკავშირებით

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში სკოლა-სახელოსნოსთვის „ქვევრის სახლი“ სამშენებლო სამუშაოებს. პროექტი არის ექსპერიმენტული ხასიათის და მიზნად ისახავს ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენას და სოფ. იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებას. პროექტის სრულყოფის მიზნით აუცილებელია ქვევრის დასამზადებელი ტექნოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობების მიწოდება და მონტაჟი.
20 ივნისი 2015

თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, არის საზოგადოებრივი და კერძო სექტორის თანამშრომლობის საინვესტიციო პროგრამის ნაწილი და გამიზნულია შპს „შალაურის ღვინის მარნის“ განვითარების ხელშესაწყობად. კომპანიიის საქმიანობა მიზნად ისახავს ტურიზმისა და სასოფლო სამეურნეო სექტორის განვითარებას კახეთის რეგიონში. შპს „შალაურის ღვინის მარანი“ მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ქ. თელავიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ქვე-პროექტის მიზანია „შალაურის“ ღვინის მარანთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, რომლის საერთო სიგრძეა 900 მეტრი.

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:
12 ივნისი 2015

ქ. თეთრიწყაროში შიდა გზებისა და საავტომობილო მილხიდების რეაბილიტაცია ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი
(RMIDP II)

2015 წლის 19 მარტს 14:00 საათზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის ქუჩა #34) გაიმართება „ქ. თეთრიწყაროში შიდა გზებისა და საავტომობილო მილხიდების რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
5 ივნისი 2015

რეგიონული განვითარების პროექტი (RDP) თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ქვეპროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 12 ივნისს 13:00 საათზე, სოფელ შალაურში თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება „თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის“ ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
8 მაისი 2015

გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის სტრუქტურისა და ქვის ზედაპირის რეაბილიტაცია და კონსერვაცია

ქვე-პროექტი ითვალისწინებს UNESCO-ს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული - გელათის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ფასადის სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო სამუშაოებს.
ქვე-პროექტი განხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საგრანტო მიმდინარე პროექტებთან ერთად და მიზნად ისახავს გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ქვის ფასადის კონსერვაციას.
24 აპრილი 2015

საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია სოფელ დართლოში (ფაზა 2) - გარემოსდაცვითი მიმოხილვა და გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტი მიზნად ისახავს 34 სახლის რეაბილიტაცია ისტორიულ სოფელ დართლოში. კერძოდ, სახურავების ხელახალ მოწყობას 34 სახლისათვის, ხის ნივნივების გამოცვლას, აივნების მოწყობას/რესტავრაციას და რეკონსტრუქციას.
14 აპრილი 2015

რეგიონული განვითარების პროექტი (RDP) - შენობების რესტავრაცია და ტურისტული ზონის მოწყობა სოფ. დართლოში - ქვეპროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2015 წლის 17 აპრილს 14:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, სოფლის კლუბის შენობაში, გაიმართება სოფ. დართლოში შენობების რესტავრაციისა და ტურისტული ზონის მოწყობის ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვის დოკუმენტის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.