დოკუმენტები

31 იანვარი 2015

გორის რაიონის სოფლების: ზემო ნიქოზის, ქვემო ნიქოზის და ზემო ხვითის წყალსადენის რეაბილიტაცია

ქვე-პროექტი რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა ნიქოზის, ზემო ქვითის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, რომელიც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობის გაზრდას. კერძოდ, უზრუნველყოფს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით 24-საათიან მომარაგებას, რაც თავის მხრივ წვლილს შეიტანს სოციო-ეკონომიიური პირობების გაუმჯობესებაში.
30 იანვარი 2015

სოფლების ბოდბისა და ბოდბის ხევის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა

ქვე-პროექტი მიზნად ისახავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ ბოდბიდან ბოდბისხევამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. მთლიანი მონაკვეთის სიგრძეა 5.4 კილომეტრი. ორივე სოფელი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში,კახეთის რეგიონში. ეს გზა აკავშირებს სოფლებს ბოდბესა და ბოდბის ხევს და გამოიყენება ასევე ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ.
27 იანვარი 2015

თუშეთის ( ფშაველი - აბანო - ომალო ) საავტომობილო გზის უსაფრთხოების ღონისძიებები - გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტი მიზნად ისახავს სოფლების ფშაველისა და ომალოს დამაკავშირებელ 72 კმ-იან გზაზე შერჩეული 8 პრობლემური მონაკვეთის რეაბილიტაციას: 7 მონაკვეთზე რკინა-ბეტონის ქვედა საყრდენი კედლების მოწყობას, ხოლო ერთ ადგილზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციის აივნის მოწყობას
27 იანვარი 2015

ქ. თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაცია - გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე გამავალი თელავის ხევის დასუფთავება, ასევე ხევისა (რ/ბეტონის მოპირკეთებული არხი) და მის გასწვრივ ორივე მხარეს ტროტუარების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა.
21 იანვარი 2015

სოფელ მუხროვანის გზების რეაბილიტაცია (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)
21 იანვარი 2015

სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია კასპში (კასპის მუნიციპალიტეტი) ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (RMIDP II)
16 იანვარი 2015

ქ. თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაციის ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული განვითარების პროექტი (RDP)


ქ. თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე არსებული "თელავის ხევი"-ს რეაბილიტაცია

ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
16 იანვარი 2015

თუშეთის (ფშაველი-აბანო-ომალო) საავტომობილო გზის უსაფრთხოების ღონისძიებების ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

რეგიონული განვითარების პროექტი (RDP)

თუშეთის (ფშაველი-აბანო-ომალო) საავტომობილო გზის უსაფრთხოების ღონისძიებების ქვეპროექტი

ქვეპროექტის გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა