სიახლეები
21 თებერვალი 2026
სოფელ გულეიკარის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა. განახლებული სკოლა სრულად არის მორგებული მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და განვითარებაზე.
21 თებერვალი 2026
აბაშის ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის მშენებლობა დაიწყო
აბაშაში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა დაიწყო. ახალი სპორტული სივრცე არა მხოლოდ ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას, არამედ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც.
21 თებერვალი 2026
სოფელ ზედა ხუნწის სკოლის მშენებლობა დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
21 თებერვალი 2026
სერგიეთში ტექნიკური ცენტრისა და სტადიონის მშენებლობა იწყება
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იწყება. სერგიეთის ახალი სპორტული კომპლექსი საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს განავითარონ სპორტული უნარები და მიიღონ გამოცდილება პროფესიულ დონეზე.
21 თებერვალი 2026
ნაფიჩხოვოს სკოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა 200 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობაში განთავსებულია კვებისათვის განკუთვნილი სივრცე, სამედიცინო კაბინეტი, მრავალფუნქციური და სპორტული დარბაზები, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა სათამაშო და სპორტული მოედნები.
21 თებერვალი 2026
დაბა ჩხოროწყუში აფხაზეთის N10 სკოლა შენდება
დაბა ჩხოროწყუში 400 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა გრძელდება. პროექტის მიხედვით, სკოლის შენობა თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, სადაც მოსწავლეები თავიანთ საჭიროებებზე მორგებულ, ინკლუზიურ გარემოში ისწავლიან.
21 თებერვალი 2026
სოფელ ზუმის სკოლის მშენებლობა სრულდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება, სკოლა 120 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, შენობაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კვების სივრცე და სპორტული დარბაზი
21 თებერვალი 2026
საჩინოს თემის №1 სკოლის მშენებლობა დასრულდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლებას აქტიურად აგრძელებს. რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა ახალი სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ნაწილი კი დასკვნით ეტაპზეა.
21 თებერვალი 2026
წალენჯიხაში საშა კვარაცხელიას სახელობის სტადიონი რეაბილიტირდება
ქალაქ წალენჯიხაში საშა კვარაცხელიას სახელობის ბუნებრივსაფარიან საფეხბურთო სტადიონს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება და, პარალელურად, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მულტიფუნქციური ცენტრი.
21 თებერვალი 2026
მდ. მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის სამუშაოები დაიწყება
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანაზე არსებული ვანტური ხიდის მდგომარეობას გაეცნო.












