ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

10 სექტემბერი 2022

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს.

1350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითრების ფონდის პროგრამის მენეჯერმა თამარ ქარდავამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს.

სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტების დასრულების შემდეგ კი, სკოლის მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს  ჩაერთო და მხოლოდ სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 50 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ახორციელებს.