მიხეილ მესხის სტადიონის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

22 დეკემბერი 2022

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიხეილ მესხის სტადიონის სრული რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. პროექტი სახელმწიფო ბუჯეტიდან 21 მილიონი ლარით ფინანსდება.

საქართველოში უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის  ღირსეულად ჩასატარებლად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ,,სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო. ჩემპიონატისათვის,  საერთო ჯამში, არსებულის გარდა, 10 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 100 მილიონი ლარია.

პროგრამის ფარგლებში, ფონდმა უკვე დაიწყო სამუშაოები ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის და თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის ცენტრალური და სათადარიგო (მესხი 2) სტადიონის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე. ასევე,  დაიწყო ბათუმში-2, ქობულეთში-1, წყალტუბოში-1 ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენბელობა და  თბილისში მდებარე დავით პეტრიაშვილის და ბასას სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია.

უახლოეს დღეებში დაიწყება თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის (დინამოს) სტადიონის რეაბილიტაცია.

სტადიონების მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით ხორციელდება.