დავით ტაბიძე Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებს შეხვდა

27 ივნისი 2023

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე ბრიტანულ არქიტექტურულ და დიზაინერულ საერთაშორისო კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს მანუელა გატოს, ამავე კომპანიისა და ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა კომპანია Zaha Hadid Architects - ის ინციატივით შედგა. მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული კომპანია დაინტერესდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით, რის შესახებაც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

კომპანია Zaha Hadid Architects 1980 წელს დაარსდა და მისი დაპროექტებული არაერთი ღირსშესანიშნავი შენობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია შენებული. მათ შორის არის ბეთჰოვენის სახელობის მუსიკალური ცენტრი ბონში, ტოკიოს და ყატარის საფეხბურთო სტადიონები, ცათამბჯენები Signature Towers, დუბაიში და სხვა მრავალი.