ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ტენდერების გამოცხადება დაიწყო

21 ივლისი 2023

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტენდერების გამოცხადება დაიწყო. 

 

ტენდერი თელავისა და ქუთაისის ისტორიული არეალის განახლების პროექტებზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს თელავში ბატონის ციხისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის და ქუთაისში ისტორიული უბნის განვითარებას. 
 
ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამა 5 წლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია  და ყაზბეგი.
 
პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად, გაგრძელდება ტენდერების გამოცხადება სხვა შერჩეულ მდებარეობებზეც. კერძოდ,  განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი;  განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია; მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი; განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი და განვითარდება რეკრეაცია. პროგრამა ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც. 
 
ახალი პროგრამის განხორციელებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.  
 
ტენდერები შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფონდის ვებ გვერდზე: